"როტორის" ნანინანატრი გამარჯვება - "უფა" ჩივის, რომ მიქელთაძე მეორე მეკარე იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველების "როტორმა" რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ვოლგოგრადში 1:0 დაამარცხა "უფა" და მიმდინარე ტურნირზე პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა.

"როტორის" მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა სასტარტოში დააყენა ზურიკო დავითაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე, რომლებიც შესაბამისად 89-ე, 46-ე და მე-80 წუთებზე შეცვალა, ხოლო საბა კვირკველია დისკვალიფიცირებული იყო. შეუცვლელად ითამაშა ჯოვინო ფლამარიონიმ. უფელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ.

73-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა გრიგორი მოროზოვმა, ყიფიანის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა კამილ მულინმა კი 78-ე წუთზე გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

აღშანიშნავია, რომ 69-ე წუთზე კარში
დარტყმული ბურთი ხელზე მოხვდა მიქელთაძეს, მსაჯმა ნიკოლაი კაზარცევმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. ამან "უფას" ხელმძღვანელობა აღაშფოთა. მათ სამსაჯო კომიტეტს მიმართეს და აღნიშნეს, რომ ვოლგორადელებს ორი მეკარე ჰყავდათ - იოსიპ ჩონდრიჩი და მიქელთაძე და ამიტომ დამარცხდნენ.

"როტორი" 11 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და 16 დეკემბერს ტულის "არსენალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მსაჯის ასეთი ნაგლობა იშვიათია...
*
13 დეკემბერი 2020 22:15
0
18 ტურში რომ 1 თამაშს მოიგებს გუნდი და ბოლო ადგილზე ა ამ გუნდზე ამათ ყველაფერი ნათქვამია ამ კლუბზე ყველაზე სამწუხარო ის ა რომ ნაკრების 3 ფეხბურთელი თამაშობს ამ კლუბში (( სანამ ნაკრების ფეხბურთელები ასეთ კლუბებში იქნებიან იქამდე არაფერი ეშველება ნაკრებს
გიო
13 დეკემბერი 2020 00:47
8
ნაკრების ფეხბურთელები რა გუნდებსაც იმსახურებენ, ისეთ გუნდებში თამაშობენ (ისიც ნაცნობობით, როტორში ქართული თემებია). მადლობა თქვან, რომ მანდ არიან, თორემ როტორიც კი სანატრელი იქნება ყველასათვის.
john
22 იანვარი 2021 10:48
0
ჯოვინო ფლამარიონი რა შუაშია, ქართველია?
მინდია
13 დეკემბერი 2020 00:44
0
ქართველები თუ თამაშობენ რუსეთში ეგ მხოლოდ რუსებისთვისაა კარგი. ჩვენთვის არაფრის მომტანი არაა.
ddgfdf
12 დეკემბერი 2020 23:31
6
საკითხავია, ბურთი კარებში მიდიოდა თუ არა (უფრო არა), მაგრამ აშკარად ითამაშა ხელით და არა მოხვდა
Dato
12 დეკემბერი 2020 20:32
1
საჯარიმოში ხელით თამაში პენალტია. არა აქვს მნიშვნელობა ბურთი სად მიდის, თუნდაც საკუთარი კარის მიმართულებით
საბა
12 დეკემბერი 2020 23:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული