კომპანის კიტეიშვილის შეძენას ურჩევენ, თუმცა...

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩინებულ ფორმაშია და სხვადასხვა კლუბის და მათ შორის, "ანდერლეხტის" ყურადღება მიიპყრო.

გასულ წელს ბრიუსელურ გუნდს ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი ვენსან კომპანი ჩაუდგა სათავეში და მეკარისა და 10 ნომრის პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებას საჭიროებს. voetbalnieuws.be წერს, რომ კლუბს შეზღუდული ბიუჯეტი აქვს და 10 ფეხბურთელს შორის კომპანის კიტეიშვილის კანდიდატურასაც სთავაზობს.

ოთარს გრაცულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბელგიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე მყოფ გუნდში გადასვლა კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება. მით უმეტეს, როგორც
გამოცემა აღნიშნავს, "ანდერლეხტს" ფინანსურადაც არ ულხინს.

რაც შეეხება "შტურმს", 12 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაზე 24 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჭ კლასის კიარადა ჰ კლასის გუნდებთან ვერაფერს გავხით. მაკედონიამ საერთოდ ბურთი დაგვახია თავზე ბურთი არ დაანახეს საერთოდ სომხეთმა კიდევ რაც გვიქნა მხითარიანის გარეშე კი ვნახეთ და ამის შემდეგ კიდევ როგორი ოპტიმიზმით შევყურებთ ქართულ ფეხბურთს:):)ვაისს გადავაბრალეთ ჩვენი ფეხბურთელების უნიათობა:(:(
lasha
24 დეკემბერი 2020 14:05
3
კვარაცხელია,შენგელია,კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე რო ყოფილიყვნენ მოვიგებდით.ახლა რა დროსია
ბაჩი
24 დეკემბერი 2020 22:59
0
ავსტრიას ქართველები კარგათ ეწყობიან ბელგიას პირიქით ცუდად და ამიტომ ჯობია ავსტრიაში დარჩეს
მათე
24 დეკემბერი 2020 11:31
0
რა ანდერლეხტი?! ნამდვილად არ არის შტურმზე უკეთესი გუნდი. სადაც თავიც დამკვიდრებული აქვს, გუნდის ლიდერია, ვიცეკაპიტანია... ახალ გინდში ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. ჯობია ისევ აქ გააგრძელოს, ვიცეკაპიტნობიდან კაპიტნობამდეც არაა შორს და უფრო კარგი გუნდებიც შეამჩნევს.
წარმატებები ოთარ.
ლაშა
24 დეკემბერი 2020 10:59
0
სანამ არ მიხვდებით რომ ბელგია, რუსეთი ან რომელიმე ქვეყნის გუნდები კი არ აფუჭებენ ფეხბურთელებს არამედ თვითონ ჩვენს ფეხბურთელებს არ ჰყოფნით ხან პროფესიონალიზმი და ხან ფიზიკური მომზადება არაფერი არ ეშველება ქართველ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს
gulshematkivari
24 დეკემბერი 2020 10:46
3
Bundesliga an espanetis sashualo gundi selta an levante daxatavda kites stils..aravitar shemtxvevashi inglisi da italia
Levani
24 დეკემბერი 2020 03:31
3
Ეხლანდელი ანდერლეხტი ის აღარა,რესენბრიკის და ვან დერ ელსტის დროინდელი რომ იყო და ყველა გუნდი რომ პატივისცემით ეპყრობოდა.ასე რომ არ ღირს გადასვლა
კახა ქ.
24 დეკემბერი 2020 01:19
0
ვერკაუტერენი გახსოვთ?
s
24 დეკემბერი 2020 15:48
0
აა ესაა საზიზღარი კაპიტალიზმი, ცხვარივით გაყიდიან ბიჭს და მერე ავტეხავთ განგასს, ბელგია არ ვარგოდა, იქნებ იტალია და ასე შემდეგ... ცხვარივით გაყიდიან-თქვა ტყუილა კი არ ვთქვი მაი...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
24 დეკემბერი 2020 00:43
7
მე ვფიქრობ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატზე უნდა გაკეთოს აქცენტი ოთომ ჩემი აზრით თავისუფლად შეძლებ ბუნდესლიგის და სერიაას დონეზეც თამაშს და რაც შეეხება ანდერლეხტს ეს ის გუნდი ააღარაა რაც წლების წინ იყოო ჩემი აზრით იქ გადასვლა არ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი კარიერული თვალსაზრისით კი შტურმზე კარგი გუნდია მაგრამ ითოს მეტი შეუძლია
Gio
23 დეკემბერი 2020 21:59
2
ოღონდ ბელგია არა, რა ოქრიაშვილი დაღუპეს, მერე ჩაკვე და ახლა კიტეს ნუ გაასამებინებთ რა.
hhh
23 დეკემბერი 2020 21:11
9
ოქრიაშვილმა თავად დაიღუპა თავი, გუნდი გადაჰყვა ზედ, კლუბის ვიცეპრეზიდენტმა თბილისშიც ჩამოაკითხა, ხან დათვრა და ხან იჩხუბა. ბელგიელებმა თავის დროზე ჯაკობია გააფუჭეს, ბრწყინვალე იყო 16 წლის ასაკში და ისეთი ფიზიკური დატვირთვებით დააწყებინეს ვარჯიში და თამაში, როგორც ზრდასრულ ფეხბურთელს. ჰოდა მთელი კარიერა დაუნგრიეს და დაიწყო კიდევაც "მამაძაღლობა".მისი თამაში ფაქტიურად არც გვინახია, მაგრამ ვისაც ახსოვს დღევანდელ ჩვენ ვარსკვლავებზე ნაკლები არ იყო. ჩაკვე კი დაიტანჯა ტრავმებით და თან მართლა სჭირდება კარგი ფსიხოლოგი რწმენა რომ დაუბრუნდეს.
emigranti
27 იანვარი 2021 02:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული