ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაია ნინუას ტრანსფერის და ოქრიაშვილის დაბრუნების მოლოდინშია

AutoSharing Option
"ომონიასთან" მტკივნეულმა მარცხმა (0:3) "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია კიდევ ერთხელ დაარწმუნა შემადგენლობის გაძლიერების აუცილებლობაში და ამიტომ ცდილობს პაოკ-ის ნახევარმცველი ნიკა ნინუა დაიმატოს.

კვიპროსული 24sports-ი paok24.gr-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნინუას ტრანსფერზე მოლაპარაკება იჯარის თაობაზე მიმდინარეობს და გადამწყვეტი სიტყვა სალონიკური გუნდის თავკაცმა პაბლო გარსიამ უნდა თქვას. ქეცბაიას ნინუას დამატება ახალ წლამდე სურს, რათა 3 იანვარს ლიდერ "აპოლონთან" ათამაშოს და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა.

larnakasports-ი კი აღნიშნავს, რომ ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს ძალიან აკლია და ალბათ, "აპოლონთან" მატჩისათვის მზად იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ