ტრანსფერი გადაწყვეტილია - ოქრიაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Action.ge ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება.

პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილი ბოლოს "გაგრას" ღირსებას იცავდა, 2023 წლის პირველი ივლისის შემდეგ კი უკლუბოდაა.

"ოქრის" სხვადასხვა დროს "შახტარის", "ილიჩევეცის", "ჩერნომორეცის", "გენკის", "ესქიშეჰისპორის", "კრასნოდარის", "ანორთოსისისა" და "აპოელის" რიგებში უთამაშია.

altმსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

altდღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა

altითამაშებს ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში? - ვინ შეიძლება დაადგეს "კვარასა" და "მამარდას" გზას...

მკითხველის კომენტარები / 23 /
რატო ხართ დაუნახავები ხალხო რა გჭირთ? ეს დიდი წარმატებაც კი ვერ მოერია თქვენს ბოროტულ და ბოღმიან გულს,რას ანთხევთ აქ მაგ ბოღმას ვერ გავიგე?? ყველა კვარა,მამარდა და ჩაკვე ვერ იქნება და სანამ ეს ბიჭები გამოჩნდებოდნენ ოქრიაშვილი კლუბში იყო თუ უკლუბოდ იყო ნაკრებში სულს და გულს დებდა და რაც შეეძლო და არ შეეძლო ყველაფერს აკეთებდა,,ოქრიმ ჯვარედინი ორივე ფეხზე გაიწყვიტა და მაგ ტრავმიდან დაბრუნება რამდენად რთულია ჩაკვეს მაგალითზეც ჩანს თუმცა ცდილობს რო რაღაც დონეზე მაინც დაბრუნდეს და გამოადგეს ნაკრებს თუ არა ჩემპიონატს მაინც,,სხვათაშორის კვეკვესკირისგან და ბევრი მისნაირისგან განსხვავებით რომელიც ერთი პენლის გამო რამის გმირად შერაცხოთ,,ლეხში 5 წუთიც არ ეძლევა სათამაშოდ და მასაც და ყველას შეუძლია ქართულ კლუბებს დაეხმარონ მაგრამ არ აკეთებენ,ოქრი კი ცდილობს თუ გამოუვა ხო კარგი თუარადა თქვენ გაკლებთ რამეეს?? ოქრი არასდროს უფრთხილდებოდა ფეხებს ნაკრებში და არასდროს თამაშობდა უგულოდ ბევრისგან განსხვავებით და ეს არ დაივიწყოთ,რაც შეეხება მის ხასიათს და ყოფაქცევას გასაგებია რო თავის დროზე რაღაც შეცდომები დაუშვა თუმცა მაგაზე უარესი არაბიძეა და მის ნაკრებში გამოძახებას ითხოვთ აქ ბევრი და ოქრიმ რამე დაგიშავათ პირადულში თუ რატო გაუბოროტდით??
gel-100
10:57 31-03-2024
1
Მიდი ოქრი მოიხოდე და ევროპაზე დაგვჭირდები ძმა, მთელი ძალებით შეუბერე, მოდი რა
გ.შ.
10:20 31-03-2024
0

სიახლეები პოპულარული