გიორგი ჩაკვეტაძე MLS-ში მიდის? - ამერიკული გუნდი არჩევანს იოზილსა და ქართველს შორის გააკეთებს

AutoSharing Option
mlsmultiplex.com-ი წერს, რომ Mls-ის ბინადარი "ლოს-ანჟელეს გელექსი" გაძლიერებას შეეცდება და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა მიიწვიოს, "გენტის" ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა.

საქმე იმაშია, რომ "გელექსი" კრისტიან პავონმა დატოვა და "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდა, გუნდს კი მისი შემცვლელი სჭირდება.

წყარო კლუბს ორ ფეხბურთელს - მესუთ იოზილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს ურჩევს, ქართველის შესახებ კი წერს:

"თუ "გელექსი" ტრანსფერის დროს ახალგაზრდა მოთამაშეზე შეაჩერებს არჩევანს, შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძეზე იფიქროს.

მათ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ახალგაზრდა ტალანტი, უფრო განავითარონ და შემდეგ სარფიანად გაყიდონ.

MLS-ს აქვს რეპუტაცია, რომ ფეხბურთელები აქ
კარიერის დასასრულებლად გადმოდიან, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ჩაკვეტაძემ "გენტში" ასპარეზობით უკვე გვანახა, რომ კარგი ფეხბურთელია. იგი ბელგიასა და მსოფლიოში ყველასთვის კარგად ნაცნობია და დიდი მომავალი აქვს.

გიორგი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგ თამაშს ანახებდა და არაერთი კლუბის ყურადღებაც მიიპყრო.

ჩაკვეტაძე მხოლოდ 21 წლისაა და "გენტის" მაისურით უკვე 66 მატჩში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ის 2017 წელს გადაბარგდა ბელგიაში "დინამო თბილისიდან", ეს გუნდი კი მისი აღმზრდელია. იმის მიუხედავად, რომ "გენტში" გადასვლის დროს მასზე არავინ არაფერი იცოდა, გიორგი მალევე გახდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი.

შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრია, სადაც 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო. ახლა "გელექსიმ" არჩევანი უნდა გააკეთოს, ან გადაიბიროს უფრო ცნობადი და სახელოვანი მესუთ იოზილი, ან გათვლა მომავალზე გააკეთონ, დაიმატონ ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თქვენი არ ვიცცი, მარა ჩემი აზრით, ეს არის პენსიონრების გუნდი, სიბერეში, პენსისთან ერთად კარგ ხელფასზე რომ მუშაობენ... მარა გიოს რა უნდა იქ? იქ რაო ტრამვა აღარ ექნება, თუ სხვა ფეხს მიაკერებენ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
05 იანვარი 2021 22:15
2
არ ვიცი რამდენად მართალია,მაგრამ ლ.ა.გალაქსი ერთერთი ყველაზე ძლიერი გუნდია მლს-ში.აქ თამაშობდა ბექჰემი,იბრაჰიმოვიჩი,მარკესი და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი.ეხლა თამაშობენ ხავი ერᲜანდესი და ჟოა სანტოსი.Აქვს ძალიან დიდი დასწრება და ერთერთი ყველაზე პოპულარული გუნდია.6გზის Მლს-ის ჩემპიონია
კახა ქ.
05 იანვარი 2021 21:16
10
იოზილი თურქეთში განათხოვრდება
zura
05 იანვარი 2021 21:12
0
ეს კაზახსტანზე უარესია კიდევ. ასე როგორ უნდა დაეცეს რომ ფულის გამო კარიერა გაინადგუროს. არა მგონია ამდენად მსუნაგი გამოდგეს ეს ბიჭი. ეს ნბა არაა.
.......
05 იანვარი 2021 21:12
7
რო გადავა მერე დაწერე!!! / სად არ ათამაშეს უკვე ეს ბიჭი. / ორი კვირის წინ გუცაევს ყავდა გადაცემაში, მსგავსი არაფერი უთქვამთ და საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები...
Vasili
05 იანვარი 2021 20:57
2
არ იქნება ცუდი თუნდაც 2 სეზონი ითამაშოს ამერიკის უმაღლეს ლიგაში და მერე იქედან პირდაპირ ევროპის სუპერ ჩემპიონატის ტოპ გუდში გადავიდეს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
05 იანვარი 2021 20:02
18
რა მლსი, ჩვენი ფეხბურთელები მინიმუმ სერია ა-ს და მაქსიმუმ პრემიერ ლიგას იმსახურებენ... მომინდომეს აქ მლსში წაყვანა. ვერ ნახეს ვაკოს დონე რომ არ იყო და წამოვიდა ბიჭი.
*
05 იანვარი 2021 18:57
11
ვარსკვლავური შემადგენლობა ას წელში ერტხელ მეორდება და ეს იქნება 2081 წელს . კარგად გიო რაც შეძელი ყველას გვემახსოვრება მარტომ გაიყვანე გუნდი პლეიოფამდე თავს ზევით ძალა არაა მიმიფირთხებია ყველასთვის ვინაც ფულის გულისთვის 18 წლის ბიჭი ასე გაწირა ეს არის ხამობა რაც ამ ბიჭს მოუსპეს კარიერა. ცოლი მოიყვანე და ბიჭEბი აკეთე იქნებ რომელიმემ გაჯობოს.
dato
05 იანვარი 2021 18:49
8
მოცათ, მეჩვენება თუ მართლა მლს-ი წერია
ვაიი
05 იანვარი 2021 18:16
4
რა ამის პასუხია და მწვრთნელად სვანაძე დატოვეს თუ როგორაა საქმე?ორ თვეში ესპანეთი,შვედეთი და საბერძნეთი გველოდება,ჩვენ კი სვანაძე გვყავს მთავარ მწვრთნელად,ფედერაცია კი ისევ საახალწლო არდადაგებზეა.გვეშველება რამე???
master
05 იანვარი 2021 18:13
6
ნწუ... ნაკრების ბოლო 3 თამაშის შემხედვარე ეგ კითხვა არააქტუალურია.
მე არ ვარ რობოტი
05 იანვარი 2021 21:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული