ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოქრიაშვილმა ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და "ეთნიკოსთანაც" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
24sports-ის ცნობით, "ანორთოსისის" საღამოს ვარჯიშზე ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, დისკომფორტი იგრძნო და რამდენიმე დღე სპეციალური პროგრამით მოემზადება.

"ანორთოსისმა" "ეთნიკოსთან" მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა და მასში ოქრიაშვილი არ არის.

ფამაგუსტური გუნდი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაქვეითდა და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.