![](https://sportall.ge/pictures/image5/c332e57d6d3c1485a14f4463d761f1ac.jpg)
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის განვლილ ტურში "ეთნიკოს ახნას" გაუტანა და "ანორთოსისს" მოაგებინა.
ქართველი ფორვარდისთვის კვიპროსის 1-ელ დივიზიონში ჩატარებულ მე-14 მატჩში ეს მე-9 გოლი აღმოჩნდა (1009 წუთი მოედანზე, საშუალოდ 112 წუთში 1 გოლი) და ბომბარდირთა სიაში ორ ფეხბურთელს ჩამორჩება, რომლებსაც 10-10 გოლი აქვთ, თუმცა გიორგიზე 300 და 360 წუთით მეტი ითამაშეს.
გიორგი ძალიან კარგ ფორმაშია და ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის ფოტოც სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" დაპოსტა, რომელზეც "გენტში" უკრაინელი თანაგუნდელი გაეხუმრა: "ძმა, მანდ მცველების გარეშე თამაშობენ?"
!["ძმა, მანდ მცველები არ თამაშობენ?" - ქვილითაიას "გენტში" გუნდელი გაეხუმრა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9f0baea4f70632fd49c2c7ca110f3188.png)
აღსანიშნავია, რომ ბელგიის უმაღლეს ლიგაში იარემჩუკს 9
გოლი აქვს გატანილი და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.