19:55 16-02-2025
მიქაუტაძის მეათე გოლი - "ლიონმა" პსჟ-სთან შეხვედრამდე "მონპელიეს" მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმრები დებიუტში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, საბოლოოდ „ლიონმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მიქაუტაძე 70-ე წუთზე ალეკსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.5, whoscored 7.3, sofascore 7.0. ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„ლიონმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ჯერჯერობით 36 ქულით მეხუთე ადგილზეა და 23 თებერვალს პსჟ-ს უმასპინძლებს.
მონპელიე. „სტად დე ლა მოსონი“
მონპელიე - ლიონი 1:4
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (3), 1:1 კულიბალი (38), 1:2 ნუამა (50), 1:3 ტოლისო (53), 1:4 ლაკაზეტი (73)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

