ლეფსაია: ხვიჩას რომ ეთამაშა, საქართველო მაკედონიას უეჭველი დაამარცხებდა - მაშინ მეტი სერიოზული შეთავაზება ექნებოდა

AutoSharing Option
საფეხბურთო მენეჯერი თემურ ლეფსაია ნოემბრის ბოლოს რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (ФНЛ რანგით მეორე დივიზიონია) განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი გახდა და matchtv.ru-სთან ინტერვიუში "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა.

- შემოდგომაზე თქვენ შოუ "ინსაიდერის" სტუმარი იყავით, რომელშიც თქვით, რომ "სევილიამ" ხვიჩა კვარაცხელიას დახასიათება გთხოვათ. ვარაუდობთ თუ არა, რომ ზამთარში ეს ინტერესი განახლდება?
- უკანასკნელ ხანს ხვიჩა საკმოდ შთამბეჭდავად თამაშობს. ვფიქრობ, "რუბინს" უკვე ახლა აქვს საინტერესო წინადადებები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ზაფხულშიც ექნება.

უბრალოდ, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ზამთარში ევროპაში ბევრი დიდი
ტრანსფერი არ ხორციელდება. ხვიჩას ფასი კი სწორედ ისეთია, რომ დიდ ტრანსფერთა კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ "რუბინს" ზამთარში დატოვებს, ზაფხულში უფრო სავარაუდოა.

უდავოა, მას უფრო მეტი სერიოზული შეთავაზება ექნებოდა, საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე რომ გასულიყო, მაგრამ ეს იმის გამო არ მოხდა, რომ კვარაცხელიამ ეროვნული გუნდი შეკრებისას ავადმყოფობის გამო დატოვა. ეჭვიც არ მეპარება, მას რომ ეთამაშა, საქართველო მაკედონიას დაამარცხებდა.

ლეფსაიამ აგრეთვე ცსკა-ს 20 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი შეაქო:

"ასევე მარადიშვილს აღვნიშნავ. მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა არ არის, ძალიან მოუმატა და სერიოზულ სიმპათიას იწვევს. მწვრთნელმა გონჩარენკომ მასთან მიდგომა მოახერხა, თავად რუსული პასპორტის მქონე ფეხბურთელი კი ახალგაზრდაა და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს როგორც მოედნის ცენტრში, ასევე დაცვის ფლანგზე, რაც იშვიათობაა. ვთვლი, რომ ის სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველაზე დიდი მამაძაღლობა რაც იყო ამ ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში არის ის, ხვიჩას რომ ჯერ ტესტი გაუკეთეს თამაშის წინ და მერე რომ ჩამოაშორეს გადამწყვეტ თამაშს. თითქოს სპეციალურად გააკეთა ვიღაცამ. ხვიჩას და ჩაკვეს გარეშე ცხადი იყო, რომ წავაგებდით. ხვიჩასთან ერთად კი 100 % მოვიგებდით. 100% ! და რაც გინდათ ის თქვით
გადასარევი გიორგი
18 იანვარი 2021 17:00
0
ქინქლაძე რო გვყოლოდა ძირითადში, ჩივაძესაც ეთამაშა და შენგელიაც კარგ ფორმაში ყოფილიყო, პანდევს რომ არ ეთამაშა მოვიგებდით
Tom
11 იანვარი 2021 15:34
9
ყველაფერი არის გულშემატკივრუს ბრალი,
იმიტომ რომ ყველაფერს ვითმენთ.
ნაკრებს 5 წელია ყავდა მწრვთნელი, რომელმაც ვერცერთ შესარჩევი ვერ მოიგო, არანაირი ტაქტიკა და სტრატეგია, კუთხურის ჩამოწოდებაც კი ვერ ასწავა, ამისთანა ნაგავზე ბევრი იძახდა რას ერჩი კარგი შედეგი აქვსო.
ამის მერე რა პრეტენზია გაქვთ, რაც გულშემატკივარი ისე ნაკრები.
და ამ ფედერაციას რომ ხალხი აიტანც მერე გაჩუმდით ამის რირსები ხარტ.
las
11 იანვარი 2021 15:15
5
სომხეთს არ ყავდა მხითარიანი მარა კი შეგვიკლასენ ორი ცალი:)უნამუსო გუნდი გვყავს თფუი.
lasha
11 იანვარი 2021 15:04
2
სამჯერ ვეთამაშეთ და ვერცერთხელ ვერ მოუგეთ და ვიძახოთ ეხლა ასე და ისე რომ ყოფილიყო. გადამწყვეტი თამაში იყო და გვაჯობეს, ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც.
gio
11 იანვარი 2021 13:52
0
ძალიან უმნიშვნელოდ ჰქონდა, დარწმუნებული ვარ ესეთ სიტუაციაში მაკედონია, რომ ჩავარდნილიყო აუცილებლად ათამაშებდა და სწორადაც მოიქცეოდა.
x.x
11 იანვარი 2021 13:21
5
ხვიჩას რომ ეთამაშა, კარში რომ დაგვერტყა,პანდევს რომ კორონა დამართოდა და ა.შ რაც იყო,ეს იყო. ვიქნიოთ ახლა მუშტები...
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
11 იანვარი 2021 11:23
2
ვიქნიოთ მარჯნივ თუ მარცხნივ, ვისაც რა შეგვიძლია ვიქნიოთ
იდალგო
11 იანვარი 2021 13:11
0
ჰე ეხლა.. ამას რო ეთამაშა.. იმას რო გამართლებოდა... როგორი მწვრთნელი ყავდა ისე ითამაშეს, როგორი დონე აქვთ ის აჩვენეს ..
რათ უნდა ამას აწი განსჯა..
ქართული ფეხბურთი მკვდარია...
Geo
11 იანვარი 2021 11:23
5
დაცვის ფლანგზე კარგი არის მარადიშვილიო სადაც ჩვენ გვიჭირს , იქნებ მომავალში გამოვიყენოთ
ლშა
11 იანვარი 2021 10:21
3
კვარაცხელიას კი არა მარადონას რომ ეთამაშა მაინც წავაგებდით. თამაში იყო გაყიდულიიიიიიი
გრიგოლი1408
11 იანვარი 2021 09:40
22
რამდენად? ვინ გაყოიდა და ვინ იყიდა? სახელები, გვარები, მისამართები, ტელეფონები, თანხა... აბა დაყაჭე რაც იცი!
ჩეკისტი
11 იანვარი 2021 11:01
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული