ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგას 2 კომპონენტში ლიდერობს - პირველი წრის მთავარი სტატისტიკური მაჩვენებლები

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" "ფეისბუქგვერდმა" რუსეთის პრემიერლიგის პირველ წრეში გუნდის წევრების სხვადასხვა მონაცემი გამოაქვეყნა და ცხადია, ჩვენთვის საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკაა.

ხვიჩამ ჩემპიონატის პირველ ნახევარში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 4 პენალტი მოიპოვა; თავისი გუნდის მიერ გატანილი გოლების 36%-ში მიიღო მონაწილეობა.

გარდა ამისა, ხვიჩა მეტოქის მოტყუებების რაოდენობით ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, წარმატებული მცდელობის მაჩვენებელი კი 52% გახლავთ. ასევე, კვარაცხელია ჩემპიონატის მასშტაბით მიწაზე თამაშისას ყველაზე მეტჯერ შევიდა ორთაბრძოლაში, რაც ასეთ ფიზიკურ ლიგაში 19 წლის თინეიჯერისთვის საოცარი მონაცემია. ამასთანავე,
ხვიჩა შეტევით ორთაბრძოლებში ჩართვით ჩემპიონატში მეორე ადგილზე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას გადაცემათა სიზუსტემ 77% შეადგინა, რაც ფლანგის შემტევის კვალობაზე ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ეს რიცხვები კი მეტყველებენ იმაზე, თუ რამდენად უშიშარი და გაბედული მოთამაშეა ხვიჩა. ასევე, ნათლად აჩვენებს მის ფიზიკურ მონაცემებსაც, რაზეც სიომინიც საუბრობდა, კვარაცხელიას ისეთი ფიზიკა აქვს, ზედიზედ ორ თამაშს ჩაატარებსო...

თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მთავარი საფუძველი ტექნიკაა: როგორ გიჭირავს ბურთი, რამდენად ადვილად და ხარისხიანად ახერხებ ბურთის საჭირო ადგილას მიტანას, რამდენად ზუსტი ხარ. გუნდები ტექნიკის ნაკლებობის დასაბალანსებლად ფიზიკურ სიძლიერეს იყენებენ. თუ ფეხბურთელი ტექნიკაში ვერ ვარგობს, მოწინააღმდეგე ფიზიკაში უნდა დაჩაგროს. ხვიჩას კი ტექნიკაც აქვს და ძალაც, მთავარი მათი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაა და რაღაც გრანდიოზულს წინ ვერაფერი დაუდგება...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ 16 თამაშში 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 4 თერთმეტმეტრიანაია 36% როგორ აქვს საგოლე მომენტებში მონაწილრობა? 50% არ უნდა იყოს?:)
წარმატებები ხვიჩას!!!
ბათუმი
21:35 11-01-2021
3
ეს შედეგი ორი გოლი და სამი საგოლე პასი მიუღწეველი შედეგია,ოქროს ბურთზე უნდა წსრადგინონ უეჭველი,,ისე რუბინში ვინმე მძიმეწონოსანი დავითაშვილი რომ იყო სად არის? ეხლა რატომ არ წყვიტავს ვარსკვლავებს როცა აქ იყო მიქონდა ჯიკავით..ვის რად უნდა ძალით ნათამაშები ფეხბურთელი რუსეთშიც,
ქობულეთი
21:54 11-01-2021
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული