ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თურქებს არველაძის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირათ

AutoSharing Option
თურქული გამოცემა yeniasir-ი წერს, რომ სუპერლიგის კლუბი "გიოზტეპე" შოთა არველაძის მუშაობით იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირა.

წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენლები არველაძეს შეხვდნენ, შოთამ კი ადმინისტრაციას 6-თვიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 500 000 ევრო მოსთხოვა, "გიოზტეპეს" კი ამდენის გადახდა არ უნდა.

გამოცემა წერს, რომ კლუბის სიაში არველაძე პირველი იყო, ახლა კი "გიოზტეპე" მოლაპარაკებებს სხვა სპეციალისტებთანაც აწარმოებს. იმედი აქვთ, მწვრთნელს უფრო ნაკლები ხელფასითაც იპოვიან.

"გიოზტეპე" თურქეთის სუპერლიგის ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს. გუნდმა ბოლო 1 ტურიდან 5 წააგო და 1 ფრედ ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ