კახი მახარაძე: არველაძემ "ფახთაქორი" სუპერკლუბად აქცია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და ტაშკენტის "ლოკომოტივის" კაპიტანმა კახი მახარაძემ ქართულ სპორტულ საიტ Popsport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და სხვა თემებთან ერთად, უზბეკეთში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"თბილისის "ლოკომოტივიდან" ტაშკენტურ "ლოკომოტივში" მოვხვდი. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. 2009 წელს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დამასახელეს, მაგრამ შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა დაგვტოვა, რომელიც ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. დაინგრა მთელი სისტემა და "ლოკომოტივი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ჩემ იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა და როგორც კი "ფახთაქორიდან" მოწვევა მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ.

აუცილებლად უნდა ვთქვა: მაშინ უზბეკეთის
ჩემპიონატში ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ეს ახლაა, "ფახთაქორი" ყველაფერს რომ იგებს, თორემ იმ პერიოდში, როდესაც მე ვთამაშობდი, ჩემპიონობისთვის რამდენიმე კლუბი იბრძოდა. დღევანდელი "ფახთაქორის" სუპერკლუბად ჩამოყალიბება კი შოთა არველაძის დამსახურებაა. სწორედ შოთამ და მასთან ერთად მომუშავე ადამიანებმა შეძლეს, დაემსგავსებინათ "ფახთაქორი" თანამედროვე ევროპული კლუბისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი მეშვეობით, შოთას ყველა ის ტიტული მივულოცო, რომელიც ტაშკენტში მოიგო. როგორც ვთქვი, ჩემი "ფახთაქორში" თამაშის პერიოდში ჩემპიონატი უფრო დაძაბული იყო. ასე რომ, ის ოთხი ტიტული, რომელიც ამ გუნდის რიგებში მოვიგე, უფრო რთულ ბრძოლაშია მოპოვებული. უზბეკეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი ვარ. ეს უკანასკნელი გამარჯვება ირაკლი კლიმიაშვილთან ერთად ვიზეიმე, რომელიც მაშინ "ფახთაქორში" თამაშობდა", - აღნიშნა მახარაძემ.

წყარო: popsport.com

მკითხველის კომენტარები / 8 /
Avto beridze cocxalia? Martla magari mwvrtnelia fizikis
Levani
01:07 26-12-2020
2
ეგეთი არ გვყავს. სამაგიეროდ გვაქვს ნაღდი ადიდასები. :)
რეზო
20:39 25-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული