ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

AutoSharing Option
ფრანგული "ვალენსიენი" იუწყება, რომ კლუბმა ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გადაიბირა.

34 წლის ჩვენებურს ლიგა 2-ის ბინადარმა გუნდმა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ახალ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კანკავას ბოლო კლუბი ყაზახური "ტობილი" გახლდათ. ჯაბას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს და ის ერთი ხანობა "რეიმსის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "ვალენსიენს", კლუბი საფრანგეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ნოდო-ს./ გეთანხმები!დისლაიკი შემთხვევით დამეწერა
Vasili
16 იანვარი 2021 15:59
2
ნაკრების კაპიტანი და ლიდერი რომ მეორე ლიგაში ითამაშებს და კიდევ პრეტენზია რომ გვექნება ევროპაზე თამაშის სასაცილოა.ეს გახლავთ ჩვენი ფეხბურთის დონე და ამიტომაც გადაგვახიეს სომხებმა ბურთი. Მე მირჩევია ნაკრების კაპიტანი ეროვნული ლიგიდან იყოს ვიდრე თუნდაც საფრანგეთის მეორე ლიგიდან ისიც 4 თვით გუნდში აყვანილი.ამის იქით არირამე კიდე? ფსკრს ქვევით ვართ უკვე
ბაბუაწვერა
16 იანვარი 2021 15:58
25
ჩვენი ფეხბურთელები, ინგლისის იტალის საფრანგეთის ესპანეთის გერმანის, რანგით მეორე ლიგებში, რო თამაშობდნენ მაკედონიას უპრებლომოდ მოვუგებდით და ნორმალური ნაკრები გვეყოლებოდა. კვოპროში და ყაზახეთში რა დონე უნდა აიწიოს ფეხბურთელმა??
გოგა
16 იანვარი 2021 15:52
0
ემოციებდ ვერ ვმალავ შესანიშნავი არჩეცანია, მეგონა ჯაბამ ტობოლის გამო თქვა უარი საქართველოზე და თურმე ბრწყინვალე ტრანსფერის მოლოდინში ყოფილა!!!
დავითი
16 იანვარი 2021 15:44
2
ვიღაცამ შეიძლება თქვას დიდი არაფერიო, მარა 34 წლის კაცი თან ქართველი, ევროპაში, რომ წავა თან სადღაც უნგრეთსი და თუნდაც პოლონეთში, კი არა არამედ დასავლეთ ევროპაში თანაც საფრანგეთსი, მერე რა, რომ მე-2 დივიზიონია, ძაან მაგარია.
jjj
16 იანვარი 2021 15:32
4
გეთანხმები, თან ისეთი დროა პანდემიის გადამკიდე... მთავარია უგუნდოდ არ დარჩეს ფეხბურთელი.
*
16 იანვარი 2021 18:54
0
კაპიტანი მუ-2 ლიგაში))). "დამეხმარეთ ბიძიები")))
gela
16 იანვარი 2021 15:31
36
ჩვენი ყველას სურვილია, ნაკრების კაპიტანი უკეთეს გუნდში თამაშობდეს, მაგრამ მაინც მირჩევნია ჩვენმა მოთამაშეებმა თუნდაც საფრანგეთის მეორე ლიგაში ითამაშონ ყაზახეთის უმაღლესი ლიგის მესამე და მეოთხე გუნდების ნაცვლად. წარმატებები ჯაბას !
Levan1
16 იანვარი 2021 15:25
0
ძალიან გამიხარდა, გილოცავ კაპიტანო, დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ინება და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ
grisha
16 იანვარი 2021 15:24
0
ძალიანაც კარგი ტობოლს და ყაზახეთს 1000-თავით ჯობია საფრანგეთში თამაში, იმედია ისევ კარგ ფორმაში იქნება როგორც არის ხოლმე, საფრანგეთში გადასვლა მის თამაშსაც საგრძნობლად დაეტყობა, მერე რა რო ლიგა-2-ია იქ საკმაოდ კარგი დონეა, ბოლო ბოლო ევროპაშია და არა ყაზახეთში, სადაც არც თავის დროზე უნდა წასულიყო, ის ნაბიჯი უკან გადადგმული იყო მის კარიერაში. წარმატებები კანკავას, ის ნაკრებს კიდევ ჭირდება.
ziko
16 იანვარი 2021 15:22
1
ამიტომ არ მჯერა ქართული გაზეთების გაყიდვების გამო ათას ჭორს რო იგონებენ გუშინ პოლონელებს ელაპარაკებაო და :)
ნოდო
16 იანვარი 2021 15:17
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული