სეგუნდა დივიზიონის "კარტახენა" იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ "ოვიედოსთნ" კონტრაქტი გაწყვიტა და სეზონის ბოლომდე მათ გუნდში ითამაშებს.
26 წლის აბურჯანიამ "კარტახენაში" დღეს პირველად ივარჯიშა და "ხიხონთან" გასვლითი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 31 იანვარს გაიმართება. 22 ტურის შემდეგ გიორგის გუნდი 20 ქულით ბოლოსწინა, 21-ე ადგილზეა და ქართველ ახალწვეულზე დიდ იმედებს ამყარებს.
წელს ეს ჩვენებურის უკვე მესამე კლუბია - აქამდე "ტვენტესა" და "ოვიედოში" ასპარეზობდა.