ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში განაგრძობს?

AutoSharing Option
fmkorea.com-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა შესაძლოა, კარიერა სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბინადარ "უსლან ჰიუნდაიში" განაგრძოს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ჩვენებურს შორის მოლაპარაკებაც მიმდინარეობს.

ეს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ამ კონტინენტზე ერთ-ერთ დიდ ძალას წარმოადგენს.

გასულ სეზონში "ჰიუნდაიმ" სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და "ჯეონბუკს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.

"უსლან ჰიუნდაი" ითამაშებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ახალი ფორმატით 4 თებერვალს დაიწყება.

როგორც იცით, ყაზაიშვილი ბოლოს აშშ-ში "სან ხოსეში" თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
პირადად მე ეს კაცი სანაკრებოდ კაი ხანია არ მომწონს
ბაჩი
01 თებერვალი 2021 21:03
1
რას ამბობ კაიბიჭის დის მეუღლეა ტო
ავჭალიდან
01 თებერვალი 2021 21:54
1
პაპუა ახალი გვინეა დაგვრჩა ასათვისებელი
Tazo
01 თებერვალი 2021 21:55
0
ყოველი მომდევნო კლუპი და ჩემპიონატი სულ უფრო უარესია. ჯერ ჰოლანდიიდან წავიდა პენსიონერების ჩემპიონატში. ეხლა იქიდან საერთოდ კორეაში მიდის.

მგონი ამ ბიჭისთვის ფეხბურთი უკვე სამსახური გახდა სადაც ხელფასი აქვს და სადაც მეტს მისცემენ იქ მიდის. აღარ ანიჭებს თამაში დიდ სიამოვნებას და არც სპორტული ჟილკა აქვს. წინააღმდეგ შემთხვებაში არ მესმის ახალგაზრდა ასაკში ასეთ არასაფეხბურთო ქვეყნებში გადასვლა.

როგორ მინდა ქართველ ფეხბურთელებს ვისაც როგორი ნიჭი აქვს იმის შესაბამისად მაინც უყვარდეს ფიზიკური დატვირთვები და ტრენაჟორების დარბაზი. ბევრად მეტე მიაღწევდნენ
ხარისხს აფუჭებს
01 თებერვალი 2021 18:26
3
არაა ეგ ფეხბურთელი, უბრალოდ ფულს აკეთებს და ეგაა. აცალეთ კაცს! ნაკრებში კი რა თქმა უნდა ეგეთების ადგილი არ უნდა იყოს
მეზარბაზნე
02 თებერვალი 2021 01:14
2
ამანაც და კაშიამაც ფულს გადააყოლეს კარიერა! აღარა ამისი ადგილი ნაკრებში
მწარე
01 თებერვალი 2021 20:38
1
როგორ არაა ცუდი....როდესაც ამერიკიდან ჩამოდიოდნენ აკლიმატიზაციის გავლას ვერ ასწრებდნენ და მაგიტომაც თამაშობდნენ ეგრე არც კორეა არის ახლოს ....ისე რამდენიმე თვის წინ ვურჩიე ჯერ ავსტრალიაში და მერე ანტარქტიდაზე გადადი მეთქი და მგონი მართლაც იქეთ მიდის ოღონდ პერესადკებით...)))
ეხაა
01 თებერვალი 2021 20:17
3
პირადად მე ეს კაცი სანაკრებოდ კაი ხანია არ მომწონს
ბაჩი
01 თებერვალი 2021 21:00
1
უსლანი არა ასლანი კიდევ ))) ულსან ჰიუნდაი ქვია გუნდს - სახელი მაინც გაარკვიეთ ნორმალურად, ვიდრე სტატიას დაწერთ :(
დათა თუთაშხია
02 თებერვალი 2021 01:14
0
ვფიქრობ არაა ცუდი ვარიანტი!
მთავარია მუდმივი სათამაშო დრო ჰქონდეს და ფორმაში იყოს!
წარმატებები ვაკო!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
01 თებერვალი 2021 18:01
25
რა გინდათ! კორეის ჩემპიონატი:მაგალითად კვიპროის,უნგრეთის,ყაზახეთის,ალბანეთის და მსგავ ჩემპიონატებს კი სჯობს და რას დასცინიხართ! თან საათივით აწყობილი ქვეყანაა! თუ წაიყვანეს მადლობა უნდა თქვას!
gabo
02 თებერვალი 2021 11:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული