ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა რომ ესპანელი ან ბრაზილიელი იყოს, უკვე "რეალში" ან "ბაიერნში"ითამაშებდა - ამბობს ხორვატი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"რუბინისა" და ხორვატიის ნაკრების მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ხვიჩა დიდი ტალანტია. ძალიან კარგი მოთამაშეა და მალე ევროპის დიდ გუნდში ითამაშებს. აქვს სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა და პასი. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ფეხბურთი კარგად ესმის.

არიან მოთამაშეები, რომელთაც აქვთ დარტყმა, ასევე სწრაფები არიან, მაგრამ თამაშს ვერ გრძნობენ და კარგი საფეხბურთო ინტელექტი არ გააჩნიათ. ხვიჩას კი ეს აქვს. ეს უბრალოდ ღვთის საჩუქარია. 

როდესაც პირველად ვნახე, ყაზანში ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. მაშინვე ვთქვი, რომ კარგი მონაცემები აქვს, რომ ტალანტია. ვგრძნობდი, რომ
კაშკაშა და მოხერხებული მოთამაშეა. ეს თავიდანვე მოჩანდა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს ქართველი ვინ იყო.

საერთოდ, ხვიჩა რომ ესპანელი ან ბრაზილიელი იყოს, უკვე "რეალში" ან "ბაიერნში"ითამაშებდა. ქართული პასპორტი მისთვის პრობლემაა.

სკაუტი ან აგენტი ევროპაში უპირატესობას ესპანელს ან არგენტინელს მიანიჭებს, ვიდრე რუსული, ქართული ან ხორვატიული პასპორტის მქონეს. ასეთია თანამედროვე რეალობა. თუმცა, მე იმედი მაქვს, ხვიჩას ყველაფერი გამოუვა და ევროპულ კარიერაში დიდ ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა ურემოვიჩმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ