ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოქრიაშვილი სამთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

AutoSharing Option
"ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და სამთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

ის გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ აეკ-თან კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩის განაცხადში შეიყვანა. თუმცა, ჯერ უცნობია, დააყენებს თუ არა ძირითად შემადგენლობაში.

განაცხადში აგრეთვე გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია არიან.

ამ გუნდების მატჩი 6 თებერვალს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.