კანკავასა და კვეკვესკირის შემდეგ "ტობოლში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
Meta-ratings.kz-ის ინფორმაციით, 28 წლის ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ "ტობოლში" განაგრძობს.

როგორც იწერება, მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს და ჩვენებურიც მალე ახალ გუნდს შეუერთდება.

როგორც იცით, კოსტანიური კლუბის შემადგენლობაში წლების განმავლობაში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობდნენ, რომლებმაც "ტობოლი" ზამთარში დატოვეს.

რაც შეეხება ლობჯანიძეს, ის გასულ სეზონში ყაზახური "კაისარის" ღირსებას იცავდა, სხვა დროს კი "ტარაზის", "რუსთავის", "ორენბურგის", ბათუმის "დინამოს", ქობულეთის "შუქურასა" და "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამწუხაროა და სასირცხვილო რომ სწორედ ნაკრების ბიჭები არიან "ფსკერ"კლუბებში, "ტობოლი", "როტორი", და ა.შ. სასაცილოა ჩვენი "სპეციალისტების" რეაქცია და შეფასება აი იმ და მსგავს ჭაობში თუ რამე მოახერხა რონალდოზე ნაკლებს არ ვადარებთ. თუ უფრო ქვევით ითამაშებენ, იქ მეტად გამოჩნდებიან და ტაშიი.
kaxi
09 თებერვალი 2021 18:41
0
Ეეეე კოტეეეე,მე რომ ვიცი ნეტავ იმის ნახევარი იცოდე შე მართლა კოტე შენა
Კონსტანტინეს
09 თებერვალი 2021 08:04
1
რა გჭირთ ხალხო? რა ქნას? მართლა გრანდები პატიჟებიან და ეს არ მიდის? საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს თუ რას ურჩევთ? საქართველოს ვაიჩემპიონატი ევროპაში 43 ადგილზეა! ყაზახეთის - 27! საქართველოს უმაღლეს ლიგაში საშუალო წლიური ხელფასი 15 000$-ია, ყაზახეთში 150 000$, ტრანსფერმარკეტის მიხედვით 2020 წელს ტობოლის ფეხბურთელთა ჯამური ფასი $25 მლნ-ს შეადგენდა, საქართველოს უმაღლესი ლიგის ათივე კლუბის ფეხბურთელები ერთად აღებული კი, იგივე ტრანსფერმარკეტის მონაცემებით $34 მლნ-ს ვერ აღწევს, ხვდებით სად ვართ და რამხელა სხვაობაა საქართველოსა და თუნდაც ყაზახეთს შორის? ევროპას რომ თავი დავანებოთ! და ასე ერთი ხელის მოსმით აკრიტიკებთ და ლაფს ესვრით, არადა კაცმა თავი გამოიჩინა და დაიმსახურა დაწინაურება და უკეთეს გუნდში აყვანა!
მოკლედ ნუ აყვები უაზრო და უადგილო კრიტიკას და შენი საქმე აკეთე მეგობარო, ბევრი გოლი როგორც კლუბში ასევე ნაკრებში! წარმატებები შენც და მთელ ქართულ ფეხბურთს!
გიორგი
09 თებერვალი 2021 02:21
0
არსად დაგეკარგოთ ტობოლი,ყაზახეთი და შუა აზია.განსაკუთრებით შუა აზიაშია ფეხბურთი განვითარებული.
Master
08 თებერვალი 2021 20:28
8
აბა იუვენტუსიო? ამ ფანტაზიორობამ რომ დაგღუპა ნეტავ როდის უნდა მივხდეთ? ასტანა აიყვანს დღე-დღეზეო და...კიდევ კარგი ყიზულყუმში არ გადავიდა ან ყარაყუმში.ეჰ კიდევ ვერ დავეშვით ღრუბლებიდან.არადა ფსკერზე ვართ და კაი ხანი ასე იქნება ვატყობ თორე ალილო და ხვალეო.
ისიც ვიცი რატომ ვართ ფსკერზე და ისიც ვიცი რატომ ვიქნებით კაი ხანი ფსკერზე,მაგრამ რად გინდა?
ბაბუაწვერა
08 თებერვალი 2021 15:11
12
რას ღადაობ თუ ძა ხარ სად ლონჯანიძე და იუვენტუსი, ამ ვინთქვა საერთოდ ეგ? ნუ ეხლა კვარაცხელიას და ლობჯანიძეს თუ ვერ არჩევთ მაშინ ბოდიში.DDDDDDDDDDDDDDDDDD
jjj
08 თებერვალი 2021 18:38
1
ნეტა მართლა გაცოდინა ფსკერზე რატომ ვართ :))))))))
კონსტანტინე თავართქილაძე
08 თებერვალი 2021 16:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული