კვარაცხელიას დუბლი და გამარჯვება "ნიჟნისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 თებერვალს, ყაზანის "რუბინი" "ნიჟნი ნოვგოროდს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ყაზანელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. 

ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლის შესრულება მოახერხა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.


პირველი გოლი ქართველმა შორეული გასროლით გაიტანა.

რაც შეეხება მეორე გოლს, ხვიჩამ ბურთი მცველს წაართვა, მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.

ხვიჩა მატჩის 81-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი ჩინებულ ფორმაშია.

altBrazil Scout - დაბადებულია დრიბლინგისთვის [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
დააკვირდით როგორ ეპყრობიან პარტნიორები, ალბათ თანაკლუბელების ინტერვიუებსაც კითხულობთ, როორ თბილად და პატივისცემით იხსენიებენ, ეს მისი თავდაბლობის და სამაგალითო შრომისმოყვარეობის შედეგია, მგონი ეს ისაა, ვისაც ამდენი ხანია სრულიად საქართველო ელოდება.
09 თებერვალი 2021 20:16
0
კვარა ჯარიმების გატანასაც დაიწყებს , თავის მოპოვებულ პენლებსაც დაარტყამს და გამოუვა უკვე სტატისტიკა ძალიან მაგარი
ლშა
09 თებერვალი 2021 17:48
2
მიდი კვარა! შენს გვერდში ვართ
გ.ხ.
09 თებერვალი 2021 17:20
0
ქგგალე მარგალ! შემოგევლე ბიჭო,წინ საქართველოსთვის!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
09 თებერვალი 2021 16:58
4
ნეიმარის და რონალდოს მიქს მაგონებეს კვარა უდიდესი მომავალი აქვს მთავარია რონალდოსავით პროფესიონალი და მონდომებული იყოს და ყველაფერი გამოუვა.
გიო
09 თებერვალი 2021 15:10
2
გარდა დრიბლინგის და სისწრაფისა უკვე ართმევაზე და დასწრებაზეც მაგრად თამაშობს ხვიჩა დარწმუნებული ვარ კარში დარტყმაც რომ გაუმჯობესოს გოლს გოლზე გაიტანს ჩემპიონატშიც წარმატებები კვარას დიდი იმედი მაქვს ჩაკვეც დაბუნდება და მარტის თამაშებისთვის ყველა ფეხბურთელი ქინება მზად.
ზაზა
09 თებერვალი 2021 14:56
0
ნახე ვარჯიშზე კედლის შემოტარებით როგორ ურტყამს შორეულ საჯარიმოებს?
aburjga
09 თებერვალი 2021 16:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული