ხარაიშვილი "ფერენცვაროშში" დვალთან გადავიდა

AutoSharing Option
24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგიდან" "ფერენცვაროშში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი იცავს.

ბუდაპეშტური კლუბი თავისი საიტით იტყობინება, რომ შვედეთის თასზე გამარჯვებულ ხარაიშვილს კონტრაქტი გაუფორმეს.

ხარაიშვილი "გეტებორგში" "საბურთალოდან" 2018 წელს გადავიდა და მის რიგებში 70 მატჩში 18 გოლი გაიტანა. გიორგის საქართველოს ნაკრებში 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

"ფერენცვაროში" უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მდევარ "პუშკაშ აკადემიას" 20 ტურის შემდეგ 16 ქულით უსწრებს და 14 თებერვალს სტუმრად "მეზოკოვეშდს" დაუპირისპირდება.

"ფერენცვაროში" სისტემატურად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე და ხარაიშვილისთვის ამ
გუნდში გადასვლა კარიერაში წინ გაგადგმული ნაბიჯია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამბიციური გუნდია ჩემპიონი ევროთასებზე ასპარეზობს და ნმდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატებები ხარაიშვილის
Gio
13 თებერვალი 2021 00:32
0
ძლივს არ ვნახე ნორმალური ტრანსფერი?! / უნგრეთს ცოტა ხანში ერთერთი ძლიერი ნაკრები ეყოლება ევროპაში,: სერიოზულად აქტიურობენ აბა ჩვენსავით კი არ ძინავთ.
Vasili
13 თებერვალი 2021 11:42
0
დიდი ალბათობით წინ გადადგმული ნაბიჯია. წარმატებები!!!
13 თებერვალი 2021 12:00
0
კარგია. კი ვხედავთ სად იყო უნგრეთი და ეხლა როგორი ნაკრებიც ყავს, საკლუბო ფეხბურთიც როგორ განავითარეს. წარმატებები
გოგა
13 თებერვალი 2021 09:40
0
გამიხარდა ეს ამბავი გიორგი იმსახურებდა ამბიციურ კლუბს ფერენცვაროში არის უნგრეთის უძლიერესი კლუბი კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და ჩემპიონთა ლიგა ზე ითამაშეს წელს უბრალოდ არ გაუმართლათ სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ ბარაელონა იუვენტუსი და დინამო კიევი ჰყავდათ ჯგუფში მაგრამ დღეს დღეისობით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან წარმატებები ხარაიშვილის
ჯონი
13 თებერვალი 2021 00:38
0
ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი. დიდი წარმატებები მინდა გისურვო ჩემო გიორგი. აბა შენ იცი!
დ.დ.
13 თებერვალი 2021 00:05
0
ფერენცვაროშმა ხარაიშვილის ტრანსფერი აიაქსს ხელიდან გამოჰგლიჯა. ასეთი სათაური უნდა დაგეწერათ
ქომაგი
13 თებერვალი 2021 09:44
7
ჯერ ერთი 20 გოლი აქვს გატანილი და ჩემი აზრით მშვენიერი შედეგია , ეს სეზონის მიკრო დაზიანებების გამო არ გამოივიდა . წარმატებები
ლშა
13 თებერვალი 2021 09:18
0
სწორია ნაბიჯია!
რომელუ
13 თებერვალი 2021 08:44
0
რავი აიაქსიო
Gaguuuu
13 თებერვალი 2021 01:27
4

სიახლეები პოპულარული