ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვირკველიას ხელფასის 95.5%-ს მოსკოვის "ლოკომოტივი" უხდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი საბა კვირკველია იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "როტორში" თამაშობს და როგორც ტელეგრამარხი "მუტკო პროტივი" იტყობინება, ხელფასის უდიდეს ნაწილს მოსკოვის "ლოკომოტივი" უხდის.

"მუტკო პროტივის" მტკიცებით, კვირკველიას წლიური ანაზღაურება 1.7 მილიონი ევროა და ამ თანხის 95.5%-ს რკინიგზული კლუბი უხდის, რომელიც მისი კონტრაქტის მფლობელია.

საბა "ლოკოში" ზაფხულში უნდა დაბრუნდეს, მიმდინარე სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ