"რუბინი" - "როტორი" 3:0: ქართველმა ლეგიონერებმა ვერაფრით გაგვახარეს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე "რუბინისა" და "როტორის" ამხანაგური მატჩი იმით იწვევდა ჩვენს ინტერესს, რომ ამ გუნდებში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ.

ყაზანურმა გუნდმა სპარინგი 3:0 მოიგო, თუმცა ჩვენებურებს თავი არ გამოუჩენიათ. "რუბინში" შესვენებამდე იყო მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია, "როტორში" შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, საბა კვირკველია მე-40 წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი არაბიძესა და ნიკოლაი ყიფიანს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, საკონტროლო მატჩების მიხედვით ძნელია ფეხბურთელთა სათამაშო ფორმაზე იმსჯელო და იმედი ვიქონიოთ, ქართველები რუსეთის პრემიერლიგაში უკეთ გაირჯებიან.

"რუბინი" 21 თებერვალს ამხანაგურ მატჩში "კაირატს" შეხვდება,
28 თებერვალს კი ჩემპიონატზე მოსკოვში "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

"როტორი" კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს - 20 თებერვალს "ტორპედო-ბელაზს" და 23 თებერვალს "კაირატს" ეთამაშება, ხოლო 26 თებერვალს ჩემპიონატზე გასვლაზე "ტამბოვს" უნდა შეხვდეს, მაგრამ ამ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, შეიძლება ტურნირიდან ჩაეხსნას და არაა გამორიცხული, ეს მატჩი არ შედგეს.

alt"რუბინი"-"როტორი" - კვარაცხელია და დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არიან [LIVE]

მკითხველის კომენტარები / 7 /
კვარაცხელიას გვერდზე ვინ დგას..რაგბისტებიც არიან ზბორებზე?
როლიკო
19 თებერვალი 2021 12:18
3
"რუბინი", "როტორი" ეს არაა ის დონე სადაც წარმატება ტოპ-ზე გაძლევდეს პრეტენზიის უფლებას. ჯუღელის საქმეა ეს პიარი და ვაი-ვიშის შექმნა, მარა ცოტა დაეშვით რა მიწაზე.
ლაშა
19 თებერვალი 2021 11:00
1
ისე,20წლის ჰოლანიც ტალანტია და კვარაც? მართლაც ზედმეტად ხომ არ ვაფეტიშებთ,თუმცა ქართული ფეხბურთის დღემანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენთვი ტალანტია ნამდვილად.
me
19 თებერვალი 2021 09:45
0
კი ბატონო ნიჭიერი და პერსპექტიულია, მაგრამ ეს ისტერიკა და პირზე - ქაფი არაა საჭირო.
ჯაბა
19 თებერვალი 2021 09:28
0
მამუკა შენ ისე ხედავ ტალანტებს ფეხბურთში,როგორც მე სახლიდან მარს!
თეოფა
19 თებერვალი 2021 00:44
2
დაანებეთ თავი კვარაცხელიას გაბუქებას და ქება დიდებას ჯერ ჯერობით რასაც ვუყურებ ერთი რიგითი ფეხბურთელია არაფერი განსაკუთრებული
mamuka
18 თებერვალი 2021 22:37
46
შეიძლება შემდგარი, ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ხვიჩა ჯერ არ არის, მაგრამ ერთი რიგითი ფეხბურთელი ასეთ ტალანტებს არ ქვიათ
მამუკას
19 თებერვალი 2021 01:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული