მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას... - "რუბინის" დირექტორი ხვიჩას ტრანსფერზე საუბრობს?

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინი" "სპარტაკს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ყაზანელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა.

"რუბინის" გენერალური დირექტორის თქმით, ხვიჩას თამაშის შემხედვარე შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის სხვა ლიგიდან არის, თუმცა, მისი აზრით, ის ჯერ კიდევ არ არის ტოპ-ლიგებისთვის მზად.

"ხვიჩა პრემიერლიგაში თამაშისთვის ნამდვილად არ არის მზად... რაც შეეხება სხვა ძლიერ ლიგებს, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთს, იქ,
შესაძლოა, ამ ეტაპზე მან თამაში შეძლოს.

რუსეთში სათამაშო დონე არ არის ისეთი მაღალი და აქ ადვილია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუო.

ტოპ-ლიგებში ფეხბურთელები გაცილებით უკეთ არიან ფიზიკურად მომზადებულნი და მას ძალიან გაუჭირდება, მათ გასცდეს.

ასე რომ, ხვიჩას სჭირდება ფიზიკურად გაძლიერდეს და ადაპტაციისთვის დრო მიეცეს. ის მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წავიდეს ტოპ-ლიგაში.

ფიზიკურად ის არც ისეთი ძლიერია. მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას და ეს საკმარისი იქნება, რომ ის მუდმივად ტრავმა ჰქონდეს", - ამბობს საიმანოვი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს კომენტარი არა საიმანოვმა, არამედ რუბინის ვიგაც ვეტერანმა გააკეთა! საიმანოვმა მხოლოდ ის თქვა რომ სხვა ლიგიდან არისო. გადაამოწმეთ!
Goo tbsl
01 მარტი 2021 22:09
1
ეგ არგაშვების გასაპრავებლად თქვა რუსტემმა. ხვიჩასთან ერთად შეიძლება რუბინმა ევროლიგაში ითამაშოს, კლუბმა ფული გააკეთოს და თუ გაუმართლა და კიდევ მოუმატა ხვიჩამ, 15-17 მილიონს წამოჰკრას ხელი რუბინმა. ეგაა და ეგ, მხოლოდ ბიზნესი და არა სენტიმენტები.
ზაფხულში დორტმუნდიდან ჯეიდონ სანჩო ინგლასში წავა, სავარაუდოდ 80 ლიმონად. მისი ადგილი ზედგამოჭრილია ხვიჩასთვის. თამაშის სტილითაც გვანან.
ხვიჩა, ქოგუალე, ჩქინი იმენდ რექ დო სი გიჩქ
ჯიმა
01 მარტი 2021 21:34
2
სავარაუდოთ ხვიჩა ამ სეზონსაც რუსეთში გაატარებს,მერე კი ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა წავიდეს ევროპის ტოპ ლიგაში.მე,ვისურვებდი ეს გერმანია იყოს, ფიზიკაში იქ მაღალ დონეზე მოამზადებენ,მერე კი მას თუნდაც ინგლისში პრობლემა არაფრის აღარ ექნება
sake
01 მარტი 2021 20:11
1
ესპანეთის დაცვას რომ აითრევს და შვედების მერე რას იტყვი ბატონო დირექტორო. ხვიჩა არის ნებისმიერი ტობ კლუბის დონის ფეხბურთელი მას შეუძლია წამყვანი ფეხბურთეკი გახდეს არ გაჩერდე ხვიჩა ბოლომდე მიაწექი და ოქროს ბურთიც ჩაიტანე საქართველოსი.
ემიგრანტი
01 მარტი 2021 20:04
0
ერთხელ ჯანომ დაწერა თავიდან რომ ვიწყებდე პირად ფიზმომზადების მწვრთლელს ავიყვანდიო. მე მგონი ჭკუასთან ახლოს უნდა იყოს. არ იქნებოდა ურიგო ხვიჩასაც გაეთვალისწინებინა ჯანოს ნათქვამი. ჯანო შეიძლება ახლა სულ სხვა დონეზე ყოფილიყო და ტრავმიანობას აცდენილიყო
grisha
01 მარტი 2021 17:44
1
chemi azrit primerashi bevrad meti fizikaa vidre premierligashi. espanetshi dzalian rtulia teqnikac aqvt da fizikac. espanetis bolo adgilosani nebismier top 5is liders gauwevs konkurencias. premierliga araa xvichastvis. ufro germania dortmundi miswreba iqneboda. yvelaze kargi varianti xvichastvis aiaqsia erti 2 wlit da shemdeg top ligebi. holandia arc uxeshia da taqtikuri tvalsazrisit bevrad gaizrdeboda. ise rusetshi rom chexvebia egeti top ligebshi namdvilad araa da xvichas etyoba rom travmebisken midrekili araa. avighot ronaldo manchestershi rom tamashobda didi fizikit ver gamoircheoda magram verc veravin acherebda da arc travmebs ighebda. xvicha dortmunda an aiaqsma unda iyidos.
mmm
01 მარტი 2021 17:36
1
ეს ეხლა რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებს:) მგონი 20 მილიონზე მეტი კუშის მოხსნა უნდა:)
ჯიმა
01 მარტი 2021 16:40
0
პრემიერლიგაში და სხვა ტოპ ჩემპიონატებში იმიტომ არიან ფიზიკურად ძლიერები რომ შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვთ და თუ არ გადავიდა ვერც ვერასოდეს გაძლიერდება ბუნებრივია, რუსეთში იმიტომ არ არიან ძლიერები რომ შესაბამისად ძლიერი მომზადება არ აქვთ, ამიტომ ბუნებრივია ვერასოდეს გაძლიერდება იმ დონეზე რაც საჭიროა.
უნდა გადავიდეს აუცილებლად და ,,უმოწყალოდ,, ივარჯიშოს რაც შეუძლია კიდეც ამ ბიჭს.
ემიგრანტი
01 მარტი 2021 16:37
0
მართალს ამბობს ეს კაცი, მეტი უნდა ივარჯიშოს ფიზიკაზე, ძაან უნდა მოძლიერდეს და ტრავმების რისკს შეამცორება.

სლუცკიმაც თქვა ხვიჩას სატრენაჟორო დარბაზში ვერასდროს ვხედავო და ეს არ არის კარგი.
მაგრამ ხვიჩა მალე ტოპ ფეხბურთელი გახდება.
ტოპ ლიგა
01 მარტი 2021 16:21
0
ვეთანხმები ამ ადამიანს, ეტყობა კარგი უნდა ხვიჩასთვის, მჭვრთნელიც კარგი ყავს მოცდა სჯობს რაღაც პერიოდი, ბევრი გვახსოვს ტრამვებისგან გაწამებულებმა ბოლოს გული აიცრუეს ფეხბურთზე, ხვიჩას შემთხვევაში ღმერთმა არ ჰქნას
ალეკო
01 მარტი 2021 15:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული