სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლეჩე“ 1:0 დაამარცხა.
მატჩის დაწყების წინ ნეაპოლური გუნდის გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ალბათ, უფრო გადატვირთული კალენდრის გამო მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ის სასტარტოში არ დააყენა და 72-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, რის შემდეგაც დი ლორენცომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ნაპოლი“ 22 ქულით ლიდერია და 29 ოქტომბერს „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლეჩე 1:0
გოლი: დი ლორენცო (72)
-31OCT/gettyimages-2180196775-612x612.jpg" border="0" alt="alt" title="MVP-ის პრიზი ხვიჩას - "ნაპოლიმ" "ლეჩეს" 1:0 მოუგო [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />"კვარას" კონტრაქტზე რას გვეტყვი, პრეზიდენტო?" - დე ლაურენტისის ორიგინალური პასუხი ჟურნალისტებს