კიდევ ერთი მაგარი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება!

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მალე ითამაშებს.

ნავარაუდევი იყო, რომ ჩაკვეტაძე თებერვლის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ დაახანა და ალბათ, ეს უკეთესიცაა, ვინაიდან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა. ის უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თასზე "ეუპენთან" გასვლითი მატჩისთვის ემზადება.

გიორგი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მატჩის განაცხადში შეიყვანა, კლუბმა კი თამაშის აფიშა მისი სურათით გააფორმა.

"ეუპენისა" და "გენტის" შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩაკვეტაძე ფორმაში ჩადგება და გადახალისებულ საქართველოს ნაკრებს უახლოეს სამ
მატჩში დაეხმარება.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემტევები გიორგი წიტაიშვილი (ვორსკლა) და გიორგი მიქაუტაძე (სერენი) საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ და ჩვენი ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის, ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
გამეხარდა Ჩაკვეს ამბავი. და რიᲗ ვერ მოგვარდა მაგ ხალხზე პასპორტის გადაცემა?
ბაᲗუმის დინამოს ფანი
02 მარტი 2021 22:50
1
ეს ძალიან კარგი სიახლეა გამიხარდა გიორგის ამბავი იმედი მაქვს პრობლემები აღარ ექნება და 25 ს თვის ოპტიმალურ ფორმაში შევა პ.ს იქნებ გარკვიოთ და დაწეროთ რამდენად სერიოზულია კიტეიშვილის ტრამვა და შეიძლება თუ არაა ამ სანაკრებო თამაშებისთვის დაბრუნებას
Gio
02 მარტი 2021 22:29
1
ბოლო ინფორმაციით რაც ვნახე სამწუხაროდ ოთარს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებსო.
გიგა
02 მარტი 2021 22:53
2
მაინტერესებს წიტაიშვილი და გიორგი მიქაუტაძე უკვე პირველ 3 თამაშში მოახერხებენ თამაშს?
grisha
03 მარტი 2021 00:01
0
ვინ გვყავს უკეთესი რომ, განსაკუთრებით კი მიქაუტაძის პოზიციაზე. წიტაიშვილის პოზიცია კი არიან ლობჟანიძე, შენგელია და სხვები მაგრამ რავიცი რატომაც არა რო? მანდ ეხა ვინ დადგება რა მნიშვნელობა აქვს უცბად არ გადავუაროთ შვედეთს მივცეთ შანსი და იქნება ქნან რამე თუ არადა 5 ცვლილებაა გამოცვალონ და ეგაა. მაგარი პროფესიანალურად ვაზროვნებ :დდდ
ehh
03 მარტი 2021 02:50
1
გიო გული არ გაიტეხო ძმაო. გვიყვარხარ და უდიდეს პატივს გცემთ. ჯანმრთელადაც იქნები და ყველაფერსაც შეძლებ. უფალი გფარავდეს. გელოდებით. არ დაგვივიწყია შენი ღვაწლი. ყველაფერს მოახერხებ. ირწმუნე. წინ ძალიან დიდი მომავალი გაქვს და ღმერთის არ დაივიწყო.
giorgi
03 მარტი 2021 12:05
0
იმედია ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე და მზადა ხარ, წარმატებები,
გიოს
02 მარტი 2021 23:31
0
მთავარია დაბრუნდე ბოლომდე ჯორჯ და დანარჩენს რო შეძლებ დარწმუნებული ვარ
ლშა
03 მარტი 2021 10:49
0
ძალიან გვჭირდები. ერთ კვირაში 3 თამაში გაქვთ და რაც მეტი ცვლილების საშუალება ექნება მთავარ მწვრთნელს მით უკეთესი. ჯანმრთელობას და ბევრი ლამაზი გოლის გატანას გისურვებ!
მენტალური მომზადების ცენტრიZ
03 მარტი 2021 10:44
0
ეს ძალიან გასახარი ამბავია,ჯვარი გწერია ბიჭი
ბაჩი
03 მარტი 2021 12:57
0
მიდი ჩაკვე!!!
beqa
03 მარტი 2021 12:48
0
მიდი ჩაკვე!
საქართველო
03 მარტი 2021 12:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული