კვარაცხელია "ზენიტში" გადასასვლელად მზადაა - რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა შეიძინოს.

"რასაკვირველია, "რუბინის" შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას გამოვყოფდი. იქამდე "ლოკომოტივში" თამაშობდა, მაგრამ რაღაცები მოხდა და გაუშვეს. სად იყვნენ მაშინ "ზენიტის" სელექციონერები? რატომ არ მიიწვიეს პეტერბურგში? ასე მუშაობენ?

თან, სავარაუდოდ, კვარაცხელია "ზენიტში" გადავიდოდა და ახლაც მზადაა ამის გასაკეთებლად, თუმცა უკვე მთავარი პრობლემა ფასია. ჩემპიონთა ლიგისთვის ასეთი ფეხბურთელები უნდა მოაგროვო. აბა, სხვანაირად როგორ იქნება?!" - განაცხადა ორლოვმა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 19 /
... აქ უკვე სხვაგვარად დგას საკითხი, ,, ზენიტი''' არ არის მზად ხვიჩასთვის!!! ვერ ქაჩავს კვარაცხელიას დონეს!!!
დათო
18:54 11-03-2021
1
ზენიტი არა კვახი.. ზენიტში გადასვლას (თუნდაც მესის კონტრაქტით) სლუცკის ხელში დარჩენა სჯობია 1000-ჯერ.
alex
16:59 11-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული