ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი და კიტეიშვილის დაბრუნება

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" ვენაში 5:3 დაამარცხა "აუსტრია. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და გოლიც გაიტანა. ეს ავსტრიაში მისი პირველი გოლია.

ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. "ვოლფსბერგერი" 33 ქულით მე-5 ადგილზეა.

ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც "ადმირასთან" გასვლით მატჩში 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი 39 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

კიტეიშვილი და გიორბელიძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულები არიან, ლოჩოშვილი კი - არა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჰო და ეგა არის ახალგაზრდებს გამოვცდითო! დაცვაში ამდენი ხალხი არა გვყავს და სათადარიგოდ მაინც გამოეძახა!
მწრთვნელი
21 მარტი 2021 23:33
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული