ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი და კიტეიშვილის დაბრუნება

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" ვენაში 5:3 დაამარცხა "აუსტრია. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და გოლიც გაიტანა. ეს ავსტრიაში მისი პირველი გოლია.

ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. "ვოლფსბერგერი" 33 ქულით მე-5 ადგილზეა.

ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც "ადმირასთან" გასვლით მატჩში 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი 39 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

კიტეიშვილი და გიორბელიძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულები არიან, ლოჩოშვილი კი - არა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
Ra unda lochoshvils nakrebshi..kashia perspeqtiuli maincaa da naxet tu ar moumatebs
Levani
22 მარტი 2021 15:45
2
გიორბელიძეს იძახებ და ლოჩოშვილს არა? პარადოქსი ამას ქვია. არ ვიცი, დაცვაში სრული კატასტროფაა, ალბათ ნახევარმცველებს დააყენებენ მცველებად. კაკაბაძე სკამს ხეხავს, ხოჭოლა, უთამაშებელია, კანკავა ბურთს ვერ ეწევა, კაშია უთამაშებელი, რას აპირებენ? და ლოჩოშვილს არ იძახებ. მაკარიძეს არ იძახებ. არ ვიცი.
ლევან მაღლაკელიძე
22 მარტი 2021 11:56
4
ჩემო მეგობარო , გიორბელიძე იმიტო გამოიძახა რო მარცხენა ფლანგის პრობლემა გვაქვს და რაც შეეხება მაკარიძეს თვითონ თხოვა ფედერაციას რო ამჯერად დაეტოვებინათ , მისი გუნდი ლა ლიგაში გადადის და მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ , და კანკავას რას ერჩი ?
ლშა
22 მარტი 2021 12:12
0
ნაკრებში ამ 3 თამაშში ისეთები გაიბრწყინებენ ვინც საქმეს სწრაფად აკეთებს და დაცვაში დგომაც ეხერხებათ სხვანაირად 1 თამაშს ვერ უძლებდენ და 3 თამაშის გაძლება ძალიან გაუჭირდებათ თუ სანიოლმა რამე სეკრეტი არ ასწალა ამათ
შოკირებული გულშემატკივარი
22 მარტი 2021 11:22
0
ეს გოლის აღვნიშნვა რა არის შემხედე სანიოლო?
ტოტტი
22 მარტი 2021 08:53
2
ვერ გავიგე ამ ბიჭს რატო არ ეძახიან ნაკრებში
ზაზა
22 მარტი 2021 07:15
3
ჩემი აზრით ეს უსამართლობა რადგან ლოჩოშვილი თამაშობს კარგ გუნდში რომელიც თავის ჩემპიონატშიც კარგად გამოიყურება ითამაშეს ევროპა ლიგა გავიდნენ ჯგუფიდან და წააგეს ტოტენჰემთან, რომელიღაც მეორე ხარისხოვან გუთან ხოარ წაუგიათ მთლიანობაში კარგი სეზონი აქვს გუნდს და ლოჩოშვილი სულ ძირითადშია სულ თამაშობს თუ კლუბის მწვრთნელი ენდო და დააყენა ტოტენჰემთან ჩვენ რატომ არ უნდა ვენდოდთ? და თუ გიორბელიძეს იძახებენ იგივე გუნდიდან, რომელიც ძირითადად სკამზე ზის ლოჩოშვილი ,რომელიც სულ თამაშობს ის რატო არ უნდა გამოიძახო? ჩემი აზრით პერსონალურად ლოჩოშვილის მიმართ უსამართლოდ მოიქცენ გამოიძახეს გრიგალავა და ტაბიძე მე ამ ბიჭებს არაფერს ვერჩი მაგრამ ფაქტია რომ მათი გუნდები რუსეთის ჩემპიონატის გასავარდნ ზონაში არიან და ლოჩოშვილი არ გამოიძახეს რომლის გუნდმაც რუსეთის ერთ ერთი საუკეთესო გუნდიც მოსკოვის ცკსა ჯგუფში ჩატოვეს ევროპა ლიგაზე ეს რა ლოგიკა? რა მიდგომა? მე არ მესმის სულ არის იმაზე ლაპრაკი რო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეძებთ ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს ევროტურნირებს თამაშობს და კაცი ახალგაზრდაც არის მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც აქვს ევროპულ კლუბშიც თამაშობს ევროტურნირებზეც კაი შედეგები ქონდა მის კლუბს და იმას არ იძახებენ ნაკრებში ეს უსამართლობა.
წარმატებები ლოჩოშვილის იმედი მაქვს მომავალში კიდევ დამტკიცებს რომ ღირსია ნაკრებში გამოძახების.
გიორგი
22 მარტი 2021 01:54
2
ლოჩოშვილი კარგ სეზონს ატარებს კარგი გოლიც გაიტანა პროგრესირებს და ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი,თუმცა ჩემი აზრით ამ ეტაპზე როცა ნაკრებს აქვს 3 ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჯობია გამოცდილი მცველები იყვნენ გამოძახებულები მითუმეტეს ცენტრალური მცველების პოზიციაზე.
სამწუხაროდ ამ სეზონშიც და წინა სეზონებში ლოჩოშვილის უწყინარ სიტუაციებში დაშვებეული შეცდომები მინახავს იგივე უადგილოდ მიღებული წითელი ბარათები და ახლა ისეთ ნაკრებებთან გვიწევს თამაში რომლებიც ერთ შეცდომასაც კი არ გვაპატიებენ ამიტომაც ჯობია გამოცდილი ცენტრალური მცველები გვყავდეს დღეს რაც არ უნდა იყოს კაშას და გრიგალავას გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ როგორც საკლუბო ისევე სანაკრებო დონეზე ვიდრე ლოჩოშვილს როცა ამხანაგური თამაშები გვექნება მერე იქნება დრო როტაცისთვის და ექსპერიმეტებისთვის.
ზურა
22 მარტი 2021 01:40
2
ჩვენს ნაკრებში პირიქითაა - ლოჩოშვილი არ გამოძახეს
1
22 მარტი 2021 00:16
3
ძალიან კარგია.თუ ასე სტაბილურად გააგრძელა თამაში,დარწმუნებული ვარ,მომდევნო თამაშებში,ლოჩოშვილი,ნაკრების ძირითადში ითამაშებს.კიტეიშვილი კი,ამ თამაშებშიც მიიღებს, სათამაშო დროს
სოსო
21 მარტი 2021 23:56
0
ლოჩოშვილი სულ ძირითადშია, გიორბელიძემ ძალიან იშვიათად. ფაქტიურად სულ სათადარიგოა. ლოჩოშვილს ცენტრში და მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, რომ არ გამოიძახეს ნაკრებში. აშკარად იმსახურებს და პირიქით, გიორბელიძე არ იმსახურებს
ვახო
21 მარტი 2021 23:45
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული