ხვიჩას გოლი არ უნდა ჩათვლილიყო - "სოჭის" გენდირექტორი მსაჯობით უკმაყოფილოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა "სოჭი". ნამატჩევს წაგებული გუნდის გენერალურმა დირექტორმა დმიტრი რუბაშკომ "Р-Спорт"-თან დაიჩივლა, რომ გოლი ჩასათვლელი არ იყო:

"უპირატესობას ვფლობდით, ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. გაშვებული გოლისას ასეთი სიტუაცია იყო: კირილ ზაიკას ბუცის ქაცვებით ფეხი გაუხვრიტეს, სანამ ის გავიდოდა, პირით ხაზთან შეცვლაზე შემოსასვლელად ორი ფეხბურთელი იდგა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მთავარი მსაჯისთვის შეცვლები უნდა მოეთხოვათ, იქამდე კი კუთხური არ გათამაშებულიყო.

ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ გუნდი მზად არ იყო და
ცვლილებებს ელოდა, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რასაც ბურთის სწრაფი გათამაშება, შემდეგ კი დარტყმა მოჰყვა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეხლა ამას ვინმემ რომ უთხრას იდიოტი ხარო ეწყინება რატო ვაროო DDD
ზურა222
16:50 06-04-2021
0
კუთხურს სასტვენი არ ჭირდება!
0

სიახლეები პოპულარული