უკვე კონკრეტიკა: "რუბინმა" "მილანს" კვარაცხელიას ტრანსფერში 19 მილიონი მოსთხოვა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, ესპანური todofichajes-ი კი იტყობინება, რომ "მილანმა" ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებები გაააქტიურა:

"ახლოვდება სეზონის ფინალი. "მილანი" მომავალი ზაფხულის წინ სატრანსფერო ბაზარს აკვირდება, სურს შემადგენლობაში ახალი და კარგი ფეხბურთელები დაიმატოს და ახალი სახელებით გაძლიერდეს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, "მილანმა" "რუბინთან" მოლაპარაკება გაააქტიურა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხი მოაგვაროს. ქართველი გარემარბი რამდენიმე დიადი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იმყოფება, როგორებიც "ბაიერნი" და "იუვენტუსი" არიან და ცხადია, ეს საქმე სასწრაფოდ გადასაწყვეტია".

რუსული "სპორტ-ექსპრესი"
ამ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს კონკრეტულ სიახლესაც ამცნობს:

"მილანმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებში სერიოზულად წინ წაიწია. ხვიჩამ შეიძლება კარიერა იტალიურ გუნდში გააგრძელოს. ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული".


მკითხველის კომენტარები / 35 /
იყიდე დორტმუნდოოოო!!!! არინანეებ თან სანჩო და ჰოლანდი დატოვებენ გუნდს თუ დაეჯერება
beqa
06 აპრილი 2021 13:31
1
მგონი მშვენიერი იქნება, თანაც მილანი რომ ჩვენთვის კარგად დაცდილია, კალაძე, იგივე შევა, თუმცა ის უკრაინელია, კვარა იტყვის თავის სიტყვას და ჩაწერს თავის სახელს, რომლის გასწვრივ საქართველოა!!!
მინდია
06 აპრილი 2021 13:28
1
რუბინისაც გაიგეთ..ხვიჩას რო გაყიდის-მილიონობით ნაკლები უყურებს რუბინის თამაშებს..მილიონზე მეტი მარტო ქართველი მაყურებელი ყავს რუბინს..მერე სხვებიც ვისაც ტექნიკური ფეხბურთი უყვარს..დარჩება მარტო დესპოტი და მაკაროვი სლუცკის
Levani
06 აპრილი 2021 13:19
0
რუბინმა მილანს "19 მილიონი მოსთხოვა" და "ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული" (ვის მიერ?) სულ სხვადასხვა რამაა!
N
06 აპრილი 2021 13:04
1
გახდება ეხლა ანაზდად ყველა ტრანსფერბაზრის ექსპერტი
გივი
06 აპრილი 2021 12:46
0
ცოტაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხვიჩა მომავლის ფეხბურთელია, ვაჭრობა 30 მილიონიდან უნდა დაიწყონ.
ჟორა გაბრიჭიძე
06 აპრილი 2021 10:56
20
დისლაიქების ავტორები ძაან შორს არიან, რადგან ჰალანდი 20 მილიონად გაიყიდა? ძაანაც მიჰქარა ზალცბურგმა, მაკგუაერი ღირს 80 მილიონი და კვარა 19?! რით ვერ იჯერებთ, რომ ეს ბიჭი ნამდვილი ბრილიანტია?
06 აპრილი 2021 12:17
2
რუსტემ საიმანოვის ადგილზე ამ 19 მლნ-ს კიდე დავუმატებდი თუ რამე წარმატებას მიაღწევს კლუბში (სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგის მოგება) დამატებით საკომისიოებს კლუბის სახელზე.. ჭვიანი კაცია, არ შეეშლება ვაჭრობა თავადაც.
ქუთაისელი
06 აპრილი 2021 10:38
4
იცით რეგიონებში რამდენი ხვიჩასნაირი ბავშვი იკარგება? ხვიჩას ღმერთმა ხელი მოუმართოს მამა ფეხბურთელი ყავდა , მის ტალანტს ხედავდა და კი გვახარებს ყველას მისი წარმატება. თბილისის გარდა არსად ნორმალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა არაა.(საიდან იყვნენ ჩვენი ლეგენდები აბა გაიხსენეთ. რეგიონებიდან.) უნდა იყოს ყველა რეგიონში ნორმალური და ძლიერი სკოლები ნასწავლი განათლებული მწვრთნელებით და სამედიცინო პერსონალით რო ასეთი ტალანტები არ დაკარგოს საქართველომ. ჩემპიონატიც ნორმალური გვექნება და კონკურენციაც იქნება.
ქართველი
06 აპრილი 2021 10:24
5
ხვიჩას მსგავსები,მასე იოლად არ იბადებიან, და კიდევ რეგიონებში ( მაგალითად გურიაში,კახეთში,სამეგრელოში) სფფ გახსნა მშვენიერი აკადემიები და მთლად მასე დაქცეულადაც არა საქმე! ყველაფერში დემაგოგია არაა საჭირო!
kika
06 აპრილი 2021 11:48
6
ხვიჩა ნამდვილად ღირს 20 მილიონზე მეტი, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა გუნდი მოერიდება მეტის გადახდას! არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის თამაშობს რუსეთის ჩემპიონატში,რომელიც არაა ისეთი პოპულარული ევროპაში ტალანტების კუთხით,ვიდრე მაგალითად პორტუგალია,ბელგია ან ჰოლანდია(თან არაა ბრაზილიელი,არგენტინელი,ბალკანელი)! კვარაცხელია ეხლა პორტუგალის ჩემპიონატში რომ თამაშობდეს 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირად გაიყიდებოდა! ნუ მოკლედ ჩვენთვის მთავარია რომ კვარა გადავიდეს,რომელიმე კარგ ევროპულ გუნდში!ასევე, ერთი ისაა, რომ რუბინს ძალიან არ უნდა მოუვიდეს მადა და მაღალი ფასით არ დააფრთხოს რეალური მსურველები, მათ კარგად უნდა ახსოვდეთ რომ ფაქტიურად მუქთად ჩაიგდეს ხელში ამხელა ტალანტი! წარმატებები ხვიჩა!
kaxa
06 აპრილი 2021 10:18
1
ახლა კვარას განვითარებისთვის მთავარია რუბინიდან უკეთეს ლიგაში გადავიდეს და თუ მილანი იქნება ეს უკეთესი გუნდი ძალიან მაგარია. ფასს რა შეეხება თუ უნდათ 1 მილიონად გაყიდონ. ხვიჩა ჩემთვის 223 მილიონი ღირს. ღმერთი შენსკენ კვარა.
roma bejanidze
06 აპრილი 2021 08:34
0

სიახლეები პოპულარული