"ათიანი" ტაილანდიდან ლანჩხუთში - "გურია" ფორვარდით გაძლიერდა
AutoSharing Option
"ეროვნულ ლიგა 3"-ში მოასპარეზე ლანჩხუთის "გურია" ფორვარდით გაძლიერდა. გურულების ღირსებას ნიკა კობაური დაიცავს.
26 წლის შემტევი ბოლოს ტაილანდურ "სათუნ იუნაიტედში", ათნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. ცნობილია, რომ იგი უახლოეს ტურში გურულ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს.