"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე?..." - ბელგიური პრესა ქართველის მორიგ ტრავმას ეხმაურება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა, რასაც ბელგიური პრესა გამოეხმაურა.

"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე? ჩვენ ამ შეკითხვის დასმა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკვე შეგვიძლია. ქართველი შემტევი მწყობრში არც თუ ისე ხშირადაა და მწვრთნელ ჰაინ ვანზენბრუკს ჩვენთვის ძალიან ცუდი სიახლეები აქვს.

გთავაზობთ თუ რას ამბობს ჰაინი გიორგი ჩაკვეტაძეზე:

"ჩვენ ჩაკვეტაძე მყესის გაწყვეტის გამო დიდი ხნით დავკარგეთ. გიორგი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა მას წლები დააკარგვინა" - განაცხადა მწვრთნელმა.

წყარო: voetbalnieuws

alt

გიორგი ჩაკვეტაძე?..." - ბელგიური პრესა ქართველის მორიგ ტრავმას ეხმაურება" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო კვლავ დიდი პერიოდი გაუცდება


მკითხველის კომენტარები / 24 /
"ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა" - არ დანებდე გიო და ყველაფერი გამოვა, მაგარი დადებითი პიროვნება ხარ და ყველა ქართველის გულში ხარ! ღმერთის წყალობით კიდევ ძალიან ბევრჯერ გაგვახარებ!
llcl
17 აპრილი 2021 13:13
3
გიორგი ჩაკვეტაძე აუცილებლად დაბრუნდება და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს ნაკრებში. გაიხსენეთ ვ. გუცაევი, დ. ყიფიანი... მათაც 70-ან წლებში ფაქტიურად 2 წელი გაუცდათ... ყველა მ. მაჩაიძე ვერ იქნება... ფიზიკურად!!! გამოჯანმრთელება და წარმატებები გიორგის!!!
tngh
17 აპრილი 2021 15:32
1
გიორგის ეხლა სჭირდება ხალხის მხარდაჭერა.ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ არის.ტრავმასაც მოიშუშებს და ძალიან მაგრადაც ითამაშებს!
ნიკო
17 აპრილი 2021 14:36
2
თუ კი რამ იმედი კიდევ არსებობს[ნამდვილად არსებობს] ჩამოვიყვანოთ ეს კაცი საქართველოში.მოვაცილოთ ამ გენტს და წესიერად მივხედოთ.
ილია
17 აპრილი 2021 18:55
3
ჩაკვეტაძემ ბოლო 2 წელში იმაზე მეტი ტრავმა მიიღო და იმდენი გაუცდა რამდენიც ბევრ ფეხბურთელს არ დამათნია მთელს კარიერაში მე რათქმაუნდა გამოჯართელებას ვუსურევებ მას.
ყოველთვის ასე ხდება 1-2 გამონაკლისის გარდა ვინც კი წავიდა ევროპაში ან რუსეთში ჩვენი ნიჭიერი ბიჭები ყველას კარიერა დიდ წილად ტრამვებმა შეიწირა ვიდრე ცუდმა თამაშმა ჩემპიონატმა ან მწვრთნელმა ყენია,ანანიძე, ჩანტურია, ოქრიაშვილი.
პრობლემა და სათავე არის ბავშვთა ფეხბურთში ბავშვების ფიზიკურად არასწორ მომზადებაში ბევრი მშობელი ატარებს შვილს ფეხბურთზე რამდენი თამაში ტარდება ხელოვნურ საფარიან მოედნებზე რამდენი მწვრთნელი არის უბრალოდ დილეტანტი და არაპროდესიონალი რამდენად ექცევა ყურადღება ფიზიკურ ვარჯიშებს ეს ყველაფერი თითქმის იგნორირებულია 10-15 წელია ლაპარაკობენ ბავშვთა ფეხბურთის პრობლემებზე მარა არაფერი კეთდება 10 წლის წინ რომ დაეწყოთ ამ პრობლემების მოგვარება დღეს გამოსწორებული იქნებოდა ეს ყველაფერი.
ზაზა
17 აპრილი 2021 17:44
2
ცხადია, რომ გიორგიზე ნადირობენ! მას ფეხბურთის თამაშს ვერ ასწავლიან, მაგრამ ტრამვა რომ არ მიიღოს, ამის სწავლა კი ნამდვილად სჭირდება, სანამ კიდევ დროა.
ხუმრობის გარეშე, დაეხმარეთ გიორგის!
მანჩო
17 აპრილი 2021 13:33
4
ნუთუ შეუძლებელია უფრო ზუსტი და სრული ინფორმაციის მოწოდებას! რას ნიშნავს "დიდი ხანი გაუცდება" - ერთი თვე? ექვსი თვე? ერთი წელი? ან რა ჰქვია მის ტრავმას სამედიცინო ენაზე? მყესი ადრე ჰქონდა გაქყვეტრილი და მოირჩინა. მერე კუნთი გაუწყდაო. ხომ შეიძლება ტელეფონით მოკლე გასაუბრება მის ექიმთან რათ ზუსტი პასუხი გაიგოს საზოგადოებამ. ანდა, ითქვას რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ზოგად ცნობებს დასჯერდითო...
ლევანი
17 აპრილი 2021 15:24
0
როგორ უთანაგრძნობ ამ ბიჭს ვერ გადმოვცემ სიტყვებით.სუ გულისფანცქალით ვკითხულობ სიახლეებს მის შესახებ.აბსოლიტურად ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის-როგორი ძნელია იმის შეგუება სახვევებს რო მოიხსნი და მიხვდები რო ის აღარა ხარ...
Გიორგი ჩემი აზრით ახლა უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ნოლიდან დაიწყოს ყველაფერი-აქ არ ექნება ისეთი დატვირთვები,ბიჭებიც უფრო მოუფრთხილდებიან ვარჯიშის თუ თამაშის დროს და შევა ფორმაში ჩვენი იმედი და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
Არდა ახლა რო სჭირდება ჩაკვეტაძე ქართულ ფეხბურთს ჩემი აზრით ასე არასოდეს დასჭირვებია. Იქით ჩვენი ბრილიანტი ხვიჩა,აქეთ ჩაკვეტაძე,მიქაუტაძე,მამარდაშვილი,ნინუა შევა ფორმაში,მწვრთნელი გვიჩანს მიმწოლი და იქნება ჩვენ ქუჩაზეს ვიხილოთ გაზაფხული.
Მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ ჩაკვეტაძეს!
jordan beli
17 აპრილი 2021 16:06
4
დიდი ხნით-ესეიგი გენტს არც უნდა ჰქონდეს ამის იმედი,ჩამოვიდეს დაისვენოს,იმკურნალოს და მისი ახალგაზრდა ორგანიზმი აღიდგენს ყელაფერს-მართლა გუცაევა უნდა დაუჯეროს.
ეს ხო არ არის 28-31 წლის მოთამაშე რომელსაც უკვე გამოყენებული აქვს ჯანმრთელობა,ახალგაზრდა ბიჭია-მკურნალობა,დასვენება და აღიდგენს ყველაფერს
Levani
17 აპრილი 2021 22:36
1
გული მწყდება, ჩვენს უნიჭიერეს ფეხბურთელზე გიორგი ჩაკვეტაძეზე. მართლა უკვე აღარ შეიძლება ასე გადაბმულად ტრავმების მიღება, ცოდოა თუ სულიერად თუ ფიზიკურადაც. გიორგი! გისურვებთ გამოჯამრთელებას, მალე ფეხზე დადგომას და რაც მთავარია დაბრუნებოდი, შენს საყვარელ ფეხბურთს.
ნონა
17 აპრილი 2021 16:39
1
როგორც ფეხბურთელი, დღეს ჩაკვე, კვარაზე, მეტად ძლიერია.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
17 აპრილი 2021 21:33
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული