
"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე? ჩვენ ამ შეკითხვის დასმა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკვე შეგვიძლია. ქართველი შემტევი მწყობრში არც თუ ისე ხშირადაა და მწვრთნელ ჰაინ ვანზენბრუკს ჩვენთვის ძალიან ცუდი სიახლეები აქვს.
გთავაზობთ თუ რას ამბობს ჰაინი გიორგი ჩაკვეტაძეზე:
"ჩვენ ჩაკვეტაძე მყესის გაწყვეტის გამო დიდი ხნით დავკარგეთ. გიორგი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა მას წლები დააკარგვინა" - განაცხადა მწვრთნელმა.
წყარო: voetbalnieuws
ეს ხო არ არის 28-31 წლის მოთამაშე რომელსაც უკვე გამოყენებული აქვს ჯანმრთელობა,ახალგაზრდა ბიჭია-მკურნალობა,დასვენება და აღიდგენს ყველაფერს