კვარაცხელია საკუთარ ტრავმას ეხმაურება!

AutoSharing Option
"ურალთან" დაპირისპირებაში მიღებული ტრავმის შემდეგ, რომლის სიმძიმეც ჯერ დადგენილი არაა, ხვიჩა კვარაცხელია "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის ცნობილი სიტყვებით ეხმაურება:

"ეს მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ ვაკეთებ იმიტომ, რომ ასეთი ვარ. ასე ვთამაშობ თამაშს, ესაა ჩემი მენტალობა და თუ ეს არ გსურს, მაშინ საერთოდ არ უნდა ითამაშო."

კვარაცხელიას პოსტს სოციალურ ქსელში 15 ათასამდე გამოხმაურება აქვს.

altსლუცკიმ კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა...

მკითხველის კომენტარები / 12 /
საერთოდ ცუდად მაქვს დაცდილი, როცა მართლა უნიჭიერესი ფეხბურთელი გამოჩნდება, დავესევით და, რომ იტყვიან თამაშსაც აღარ ვაცლით, ვარიგებთ ჭკუას, მივუთითებთ აქ გადადი, იქ გადადი და იმასაც არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ რამხელა ფსიქოლოგიურ წნეხში ვაქცევთ ადამიანს. გადამეტებული ქებაც, თავისებურად უარყოფითად მოქმედებს(ნამდვილად იმსახურეს ხვიჩა, რაზეა ლაპარაკი) პიროვნებაზე, თან მითუმეტეს ჟურნალისრებიდანაც, ფანებისგანაც, მწვრთნელებისგანაც და , რომ იტყვიან აგორდა მაგარი ქარიშხალი, რომელიც პირდაპირი გაგებით ხვიჩას დატყდა თავს. ვაცადოთ ადამიანს თვითონ გაერკვევს თავის კარიერაში. ვიცი ყველას გვიხარია ხვიჩას წარმატება, მაგრამ ცოტა ზომიერებასაც მოვუხმოთ, ჩაკვეტაც გვეყოფა რამხელა ფსიქოლოგიური დარტყმა მივაყენეთ, რომელიც ებრძვის გაუთავებელ ტრავმებს. იმედს ვიტოვებ ორივე უნიჭიერესი ფებურთელი, მალე დაუბრუნდება ფეხბურთს.
უბრალოდ გულშემატკივარი.
19 აპრილი 2021 14:12
6
გულშემატკივარო! ჩემი სათქმელი სთქვი, დასამატებელი არაფერი მაქვს.
ოთარი
19 აპრილი 2021 18:59
1
სიმართლე გითხრა, ასეთი ამბები რომ ატყდა, თვალწინ სულ ჩაკვეტაძე მედგა
არჩილ
19 აპრილი 2021 17:49
1
მარტო იმიტომ სჯობს ევროპა რუსეთს, რომ აქამდე დიაგნოზი გვეცოდინებოდა. მზავსი რამ არასრული ვარჯიშის ბრალია მემგონი.
ლუკა
19 აპრილი 2021 13:46
30
ხოო როგორვ ჩაკვეტაძის ყენის და მჭედლიძის დიაგნოზები გაიგეს 1 საათში არა ?? @@@
ზურა222
19 აპრილი 2021 15:59
1
სისულელეს ნუ ამბობ ! რუსეთში სპორტული მედიცინა მაღალ დონეზეა , ახლა რკინის ფარდა არ არის ექიმები თავის გამოცდილებას მთელს მსოფლიოში უზიარებენ ერთმანეთს .
მეორეც ევროპაში ჩვენი ფეხბურთელები არ ღებულობენ ტრავმებს ? იგივე ჩაკვეტაძის ან არჩილ არველაძის მაგალითი ავიღოთ !
მესამე : სლუცკი ევროპული ყაიდის სპეციალისტია და რუბინისთვის ხვიჩა უბრალოდ ფეხბურთელი არაა ! რუსეთში მას აღმერთებენ !
რუსეთის მიმართ ობიექტური საფუძველს გვაქვს გაბრაზებულები ვიყოთ , მაგრამ ამ ბრაზმა გინება არ უნდა დაგვიბინდოს და სისულეებს წერა არ უნდა დაგვაწყებინოს !

გიო
19 აპრილი 2021 14:16
3
ყველა გამოხმაურება
ე ბიჯო გასკდა გული, გვითხარით რამე
შოთა
19 აპრილი 2021 12:49
2
სისულელეს წერს ბავშვი და არც არავინ არაფერს ასწავლის.
სად მისი რეაქტიული და ხშირად არამოტივირებული დრიბლინგები რომლის დროსაც უკეთ მომზადებული სხეულიც კი ზიანდება და სად მაიკლ ჯორდანი?
შენ შვილო ისე უნდა ირბინო რომ 35 წლის ასაკშიც თამაშობდე და ინვალიდი არ იყო, თორემ მასე ტრამვებით გაჯახირებული უჭკვიანესი ბიჭი ჩაკვეტაძე კი გვყავს და რა ხეირია ან მისთვის ან სხვისთვის წელიწადში 4-5 მატჩის თამაში?
ისე უნდა დაიძაბო როგორც ორგანიზმს შეუძლია, რაც გასწყდება ის უკვე პირვანდელ ბუნებრივბ ფორმას ვერასოდეს დაიბრუნებს.
jango
19 აპრილი 2021 12:31
19
"სად მისი რეაქტიული და ხშირად არამოტივირებული დრიბლინგები რომლის დროსაც უკეთ მომზადებული სხეულიც კი ზიანდება და სად მაიკლ ჯორდანი?" ნაწილია.
ლექსო
19 აპრილი 2021 13:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული