კვეკვესკირმა "ლეხში" ყველას მოაწონა თავი და კონტრაქტიც გაუგრძელეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პოლონურ "ლეხში" გადასვლისთანავე დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, კარგი თამაშით საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელეს.

რკინიგზული კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ კვეკვემ, როგორც მას გუნდში ეძახიან, კონტრაქტი დაიმსახურა.

"ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ შემიძლია გუნდისთვის სასარგებლო ვიყო. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერთობლივ მოგზაურობას კიდევ ორი წელი გავაგრძელებთ.

კარგი ფეხბურთელები გვყავს, ქალაქი კი საცხოვრებლად ჩემი ახლობლებისთვის სასიამოვნოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთზე სრულად კონცენტრირების საშუალებას მაძლევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომავალი სეზონის წინაა, ვინაიდან
კლუბი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გულშემატკივართა გასახარებლად მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა ვიყოთ", - განუცხადა კვეკვესკირმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთმა წარმატებები და აღმავლობა არ მოგაკლოს ნიკა!!!...
გაიოზი
12:16 30-04-2021
0
კვევკვესკირი გროსმაისტერია. მოედნის ხედვით და სტაბილურობით გამოირჩევა.
ჯიმა
10:58 30-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული