დავითაშვილი საუკეთესოდ აღიარეს და "არსენალი" ეპატიჟება

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "სოჭისთან" წაგებულ შეხვედრაში (1:2) "როტორის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

დავითაშვილი უნარიანად უძღვებოდა თავის გუნდს შეტევებში, მაგრამ ისევ არ გაუმართლა, ერთხელ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, ერთხელ კი ხარიხას გაარტყა.

ზურიკოს კონტრაქტი "რუბინს" ეკუთვნის, "როტორში" იჯარის წესით თამაშობს და ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა ზაფხულში ყაზანურ გუნდში.

"РБ Спорт"-ი კი იტყობინება, რომ ტულის "არსენალს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დავითაშვილის გადაბირება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა უნდა არსენალში ? შეიძლება გავარდეს წელს არსენალი და თანაც ხვიჩა თუ წავა რუბინიდან აუცილებლად დააბრუნებენ ამას რუბინში და სლუცკისთან თამაში არ ჯობია არსენალს ?
ზურა222
11 მაისი 2021 10:05
1
ერთი წელია თვალს ვადევნებ როტორის თამაშს ქართველების გამო. მე მაგალითად დავითაშვილის თამაშს ვუწოდებდი უკლასო მოთამაშეს. არავითარი პოტენციალი არ აქვს. ნაკრებში ხომ საერთოდ არაფერი ესაქმება
Gia
10 მაისი 2021 19:49
9
საბა მართლა მაგარია, ჭამს სვავს და ირბინოს კიდეც? გიჟი ხომ არაა?

ამას კიდე რა ატირებს, რაა? ცხრაჯერ დაარტყა და ცხრაჯერვე ააცილა, მარა მაინც საუკეთესო იყოვო, გამოდის, რომ მენახშირეებში თამაშობდა. მარა რატომ ტირის? ძაღლი ხომ არა ყავს ცუდად? ან თუთიყუში? დახმარება რამე ხომ არ გინდა სიმონ?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
10 მაისი 2021 11:29
20
ტულის არსენალი? მე კი მეგონა აქსტაფის არსენალზე წერდით და ქე არ გამიკვირდა?, ტაჯიკეთის მესამე „დ“ დივიზიონში რა უნდა-თქვა..... არსენალს ტულა ვერ მიაწერეთ?
ცოტაც და გული გამისკდებოდა.. უუუფ...
კ ო მ ბ ლ ე
10 მაისი 2021 11:25
6
ზურიკოს,სლუცკი სჭირდება.დაცვაში თამაშის და კარში დარტყმების რადიკალური გაუმჯობესება.როტორში ფიზიკური მომზადება გაიუმჯობესა, მხოლოდ.
სოსო
10 მაისი 2021 10:13
6
*-ს.სწორედ მაგიტომ სჭირდება სლუცკი,რომ მიზანმიმართულად ამუშაოს, სუსტ კომპონენტებზე.
სოსო
13 მაისი 2021 11:12
0
სლუცკი კი არ სჭირდება, მეტი უნდა ივარჯიშოს მაგ კომპონენტებზე
*
10 მაისი 2021 10:48
0
მართლაც მაგრად ითამაშა და საუკეთესო იყო.თავიდან ბოლომდე,იმუშავა,91% პასების სიზუსტე ჰქონდა,მწვავე პასებიც გააკეთა და თვითონაც 4-ჯერ დაარტყა კარში,თუმცა დამაგვირგვინებელ დარტყმებზე თუ ძალიან ბევრი არ იმუშავა,არაფერი გამოვა.ამდენი მომენტის შექმნა და გაფუჭება,შემთხვევითი არ შეიძლება იყოს.დაცვასაც ეხმარებოდა ზურიკო,მაგრამ აქაც მოსამატებელი აქვს."სოჭიმ",სამი გოლი გაუტანა როტორს,იქიდან პირველი არ ჩაუთვალეს,თამაშგარეს გამო,თუმცა იმ მომენტშიც და ბოლო გოლის ეპიზოდშიც,საფრთხე,მისი პოზიციიდან წამოვიდა.პირველ შემთხვევაში პასი გაკეთდა,თავისუფალი პოზიციიდან,ზურრიკომ მისვლა დააგვიანა,მეორე შემთხვევაში კი,ზურიკო,საპირისპირო ფლანგზე გადაჰყვა ბურთს,ბოლომდე იბრძოლა,თითქოს გადააგდო კიდეც,მაგრამ, მინდვრის მიღმა ვერ გადაიტანა და იქიდან მობრუნებული ბურთის ჩაწოდების შემდეგ,სწორედ მისი დასაცავი პოზიციიდან გავიდა საბედისწერო გოლი.დამზღვევს,ფეხი დაუცდა და დარტყმა, ვერ დაბლოკა.რაც შეეხება საბას,პირველი გოლი,მისი შეცდომის გამო გავიდა და ისე აიჭრა,რომ საჯარიმოში,რამდენიმე წუთში,ორჯერ დაუშვა ძალიან უხეში შეცდომები.თუმცა შემდეგ თავი ხელში აიყვანა,და საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა,მეორე გოლის ეპიზოდამდე.მან საჰაერო ბრძოლა წააგო და საგოლე პასი გააკეთებინა მეტოქეს.არ ვიცი,ძალიან მოშვებული მეჩვენება საბა,თითქოს ისევ სწრაფია,მაგრამ ის სისხარტე და მოქნილობა აღარ ეტყობა,აღარც ჟინი.
სოსო
10 მაისი 2021 09:35
4
ერთიც ვარდება და მეორეს რა აზრი აქვს ტულაში გადასვლაა მე ვფიქრობ რომ რუსეთის ჩემპიონატი ამ ბიჭს არ შეეფერება ჩემი აზრით დავითაშვილი დანიაში ავსტრიაში ან შვეიცარიაში თუ გადავა ან რომელი მე ასეთი კალობრის ევროპულ ჩემპიონატში ეს მას პროგრესში დაეხმარება
გიო
09 მაისი 2021 23:28
7
ეს კიდევ თამაშობს ფეხბურთს?იქნებ ჩამოვიდეს ტყიბულის მეშახტეში გამოგვადგება
ლადო
09 მაისი 2021 22:44
26
შენ ხო უკვე თამაშობ მანდ და და ეგეც საკმარისია
ზურა222
11 მაისი 2021 10:06
1
შემოგევლე, ძალიან გამიხარდა. არ გაჩერდე, გააგრძელე პროგრესირება და დიდი ფეხბურთელი შეგიძლია დადგე, ბევრი რამ დასახვეწი გაქვს, მაგრამ თუ დახვეწავ, მერე ძელებს კი არ დატეხავ, სულ ცხრიანებში ჩასვამ!!!
09 მაისი 2021 21:31
7

სიახლეები პოპულარული