"შეწყდება თუ არა ანტიროტორული სერია?!" - "რუბინი"-"როტორის" გადამწყვეტი მატჩის წინ რუსულ მედიაში

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ფეხბურთელები მიიღებენ. ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი არაბიძისა და ნიკა ყიფიანის "როტორს" უმასპინძლებს.

თუკი ყაზანული გუნდი ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის, ვოლგოგრადელთა მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ასე რომ, მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

riac34 საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სათაურით - "შეაჩერებს შეხვედრის არბიტრი ანტიროტორულ სერიას?!"
სადაც ვკითხულობთ:

"38 წლის მსაჯი ვიტალი მეშკოვი "როტორის" ოთხ შეხვედრას გაუძღვა. ამ მატჩებიდან გუნდმა ვერცერთში იმარჯვა, გაიტანა ორი გოლი და თერთმეტი გაუშვა. ბოლოს
მეშკოვმა ვოლგოგრადელთა "ზენიტთან" გასვლითი შეხვედრა განსაჯა, სადაც სანკტპეტერბურგელებმა 6-0 იმარჯვეს."

"რუბინისა" და "როტორის" შეხვედრა 16 მაისს, თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება.


მომზადებულია riac34-ის მიხედვით


alt"ქართველი მცველი დამაჯერებელი იყო" - "როტორის" გადარჩენის შანსები

altხვიჩას "რუბინის" საოცარი ქამბექი და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი






მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაც მიშკოვი არ იყო ყველა მოიგეს
მოშკოვი
14:25 14-05-2021
0
წარმატებები საუკეათესო კვარას..
rubini
17:22 14-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული