championat: ხვიჩას "რუბინი" 15 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის და თანაც, არა "ბაიერნში" და "იუვენტუსში"

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა ანატოლი რომანოვმა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მომავალი ტრანსფერები მიმოიხილა და ფასები "გაბერილად" მიიჩნია. ავტორმა სიას სათავეში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩაუყენა და მასში აგრეთვე ჯორდან ლარსონი (სპარტაკი), მატიას ნორმანი (როსტოვი), სერდარ აზმუნი (ზენიტი) და ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა) შეიყვანა:

20 მლნ ლარსონში, 30 - ხვიჩაში? ვის აპიარებენ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე აქტიურად

ჩვენი ჩემპიონატის დონე დაეცა, ვარსკვლავების ფასები კი მატულობს. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს?

"რამდენიმე დღეში ჩვენი ყურადღება საფეხბურთო მოედნებიდან სატრანსფერო ბაზარზე გადაერთვება. პრემიერლიგის კლუბებში ეკონომიკური სიტუაცია ისეთია, რომ უფრო საინტერესო
გაყიდვებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ყიდვებს. უკანასკნელ თვეებში ზოგიერთი ვარსკვლავის მიმართ ბევრი პიარია. ძალიან ბევრი. ამ ფეხბურთელებზე ტოპ-კლუბებში შესაძლო გადასვლის კონტექსტში საუბრობენ, მათზე კი ფასები ლამის ყოველი ახალი ინფორმაციის გავრცელებისა და გატანილი გოლის შემდეგ იზრდება. მიხვდით, ვისზეა ლაპარაკი? აი, ეს მოთამაშეები:

ხვიჩა კვარაცხელია

პიარი: კვარაცხელიასათვის ევროპის ტოპ ლიგების დიდი კლუბები იბრძვიან - "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ატალანტა", "ნაპოლი", "უდინეზე", "სასუოლო", "ტორინო", "ლიდსი", "სევილია", "დორტმუნდი" და "აიაქსი". ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ტურინული კლუბი მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რუბინის" სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი აცხადებს, რომ ხვიჩას ფასი 30 მილიონია.

რეალობა: კვარაცხელია უდავოდ კაშკაშა დრიბლიორია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ეს ქართველი გარემარბის მხოლოდ პირველი წარმატებული წელია. გასულ სეზონში რომან შარონოვი ზურიკო დავითაშვილს კვარაცხელიაზე წინაც აყენებდა. ამას გარდა, ხვიჩას შედეგიანობაც არ გვხიბლავს: მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. 30 მილიონად ამ ასაკის უფრო შედეგიანი გარემარბის პოვნაც შეიძლება, მით უმეტეს ევროკავშირის პასპორტის გარეშე (ე.ი. ევროპაში ლიმიტში ხვდება).

კვარაცხელიას კიდევ ერთი ნაკლი უბურთოდ თამაშთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ, როგორ უჭირს სერია А-ს მოთხოვნებთან ალეკსეი მირანჩუკს ადაპტირება, ტოპ ლიგების სკაუტებს კი რა თქმა უნდა, ესმით, თუ რამდენად გაუჭირდება ამ მხრივ "რუბინის" ვარსკვლავს. Transfermarkt-ი ქართველს 15 მილიონად აფასებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეს ყაზანურ კლუბს, თანაც "ბაიერნისა" და "იუვენტუსისგან" შორს მყოფი კლუბებისგან".

მკითხველის კომენტარები / 27 /
ხვიჩა ძალიან დიდი ტალანტია უდიდესი პოტენციალი აქვს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს,მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ჩემი აზრით გრანდი მისთვის ადრეა ახლა
დაუშვად წავიდა ზემოთ აღნიშნულ რომელიმე გრანდში რომელზეც იწერება ჩემი აზრით შეიძლება არ დამეთახმოთ მაგრამ ვფიქრობ ყველა ამ გუნდში მოუწევს სკლაზე ჯდომა ან მერე ხარისოვანი თამაშებზე თამაში მილანშიც იუვენტუსშიც ბაიერნშიც და ნაპოლიშიც ყველგან არის კოშმარული კონკურენცია მინიმუმ 2-4 წელი კიდევ უნდა ითამაშოს ისეთ კლუბში სადაც იქნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გუნდი რომელიც იქნება ტოპ ლიგის წევრი მაგრამ არაა გრანდი ვგულისხმობ საშუალოზე მაღალი დონის გუნდს მაგალითად ინგლისში ლიდსი, ასტონვილა იტალიაში სასულიო,ფიორენტიანა ესპანეთში ვალენსია სევილია ან გერმანიაში,ლევერკუსენი ვოლფსბურგი ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ტოპ ლიგის კარგი გუნდი სადაც მას ექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მაღალ დონეზე რომ ბოლომდე გაიხსნას და გაცილებით მაღალი დონის ლიგაში წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები.
გიორგი
15 მაისი 2021 22:59
1
გულშემატკივარი,ფასს სანახაობაში იხდის.კვარაცხელიას თამაში კი,სწორედ სანახაობაა.მას მაყურებელი მოჰყავს.
სოსო
15 მაისი 2021 22:08
0
არა მგონია ხვალ ხვიჩამ ითამაშოს როტორთან, მაგდენი ქართველის გაყრა ისე ტეხავს, მაგრამ ალბათ ღირსებიც არიან...........
kaxa
15 მაისი 2021 23:01
1
ხვიჩა ის ალმასია, რომლისგან ბრილიანტი უნდა გაიშლიფოს. რა თქმა უნდა, ერთი სეზონი არაა საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ტრანსფერზე ბრილიანტია წარმოდგენილი. რუბინი ევროთასზე გავიდა, ამას ნაკრებში თამაშები დაემატება და თვალნათლივ გამოჩნდება ხვიჩა 15 ღირს თუ 50 მილიონი. პირადად საიმანოვის ადგილზე რომ ვიყო გავრისკავდი და ერთი სეზონი შევინარჩუნებდი. დარწმუნებული ვარ გაისად ხვიჩას ფასი გაორმაგდება.
ჟორა გაბრიჭიძე
15 მაისი 2021 22:16
4
გაიშლიფოს არ გეკადრება ჟორა
17 მაისი 2021 08:58
0
ხვიჩა აუცილებლად გადავა კარგ კლუბში და დაგადუმებს ბოღმა რომანოვო
ზალიკო
15 მაისი 2021 22:11
5
მაშინაც ეგრე იძახოდნენ ლოკომოტივიდან რომ გააგდეს არავინ განსაკუთრებული არ არისო. ეგეთები სხვებიც გვყავსო. და საინტერესო იქნება ყურება რას იზავსო. "რას იზავსო" და მთელი რუსეთი ააფეთქა ესპანეთსაც გაუტანა მსოფლიო აალაპარაკა. ეხლა საინტერესოა თვითონ ისინი რას აკეთებენ ... რო ზიან ჩუმად და ხმას ვერ იღებენ იმარხებიან ალბათ.
Mesaflave.
17 მაისი 2021 04:05
0
კვარაცხელიამ თუნდაც ერთი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე მაგრამ დიდ დინამოში ადგილი დაიმკვიდრა. ეს ბავშვი თამამად შეიძლება დავიყენოთ ჩვენ უდიდეს ფეხბურთელს მიხეილ მესხს.
ისიდორე
17 მაისი 2021 04:51
1
დიახაც,ანტიმარგალჲ ჟურნალისტების ნაჯღაბნი არ დამანქხოთ აქ...
emigrant
15 მაისი 2021 22:07
7
ანტიმარგალჲ ჟურნალისტჲ
ბაჩი
15 მაისი 2021 22:05
6
ar ewyinos erterti komentaris avtors ver davetanxmebi romelic ambobs rom statistika mtavaria. xvichas shemtxvevashi gansxvavebuladaa saqme. xvicha rubinis shetevebis 50 procents iwyebs aseve masze 2 fexburteli yoveltvisaa zustad esaa sivrceebis sheqmna. igive itqmis mesize romelzec minimum 2 kaci gadadis amit iqmneba sivce. da xvichas statistikac ar aqvs cudi. magalitad gnabris meti matchi aqvs wels chatarebuli vidre xvichas da 9 goli da 3 sagole gadacemaa mis angarishze. bavaria super shemtevi gundia gansxvavebit rubinisgan amitom xvichas statistika araa cudi. xvichas bevr rameze aqvs samushao magram didi fexburteli rom gaxdeba misi fexburtisadmi midgomashi chans...
xvicha
16 მაისი 2021 21:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული