სეზონის დასკვნითი მატჩი - კვარაცხელიასა და არაბიძის გარეშე

AutoSharing Option
"რუბინსა" და "როტორს" შორის გასამართი შეხვედრის წინ whoscored-ი გუნდების სავარაუდო შემადგენლობებზე წერს და დანაკლისზეც საუბრობს:

"რუბინის" ლიდერი" ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და რამდენად გარისკავს სლუცკი მასზე დაყრდნობას, რთული სათქმელია."

გამოცემა გიორგი არაბიძის თამაშს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა არყოფნის ზუსტ მიზეზს არ ასახელებს. საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილსა და ნიკა ყიფიანს კი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებენ.

rsport.ria კი "რუბინის" მთავარი მწვრთნელის სიტყვებს ციტირებს, სადაც ლეონიდ სლუცკი გულშემატკივრებს მოუწოდებს, ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში მხარი აქტიურად დაუჭირონ.

შეხვედრა 16 მასისს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
"რუბინი" ევროტურნირებზე გამსვლელ ადგილს არკვევს, "როტორის" პრემიერლიგაში დარჩენა კი მხოლოდ საკუთარ თამაშზე არაა დამოკიდებული.

მომზადებულია whoscored-ის მიხედვით


alt"სამი ქართული გუნდიდან" ერთ-ერთი გავვარდება - რუსეთში რეგლამენტი შეიცვალა



მკითხველის კომენტარები / 2 /
არაბიძემ ვერსად ვერ ივარგა, აჯობებს სხვა საქმე აკეთოს.
2
ის ხალხი სად ხართ ნეტავ, არაბიძე რო როტორში გადავიდა და რო დავწერე იქიდან ისევ წავა 5 თამაშსაც არავინ ათამაშებს მეთქი და დისლაიქებით რო ამავსეთ? :)) არაა ეგ კაცი სპორტსმენი და ტყუილად გაქვთ იმედი. რამე პირადი პრობლემა კი არ მაქვს მაგ ადამიანთან. უბრალოდ ტყუილად იიმედებთ თავს და ჯობია საერთოდ დაივიწყოთ ეგ გვარი, იმედგაცრუების მეტს არაფერს მოიტანს
Superman
13:08 16-05-2021
1

სიახლეები პოპულარული