კვარაცხელიას გუნდელი: ხვიჩა სადმე გადადის? ჩვენთვის არაფერი უთქვამთ...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველმა დენის მაკაროვმა, რომელიც ამჟამად რუსეთის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ძალიან მომწონს გოლოვინი და მირანჩუკი - მათ კარგი დრბლინგი და მოედნის კარგი ხედვა აქვთ. რუსეთის პრემიერლიგაში კი ხვიჩას გამოვყოფ, ალბათ, სწორედ კვარაცხელიას აქვს საუკეთესო დრიბლინგი პრემიერლიგაში.

თუ დაგვემშვიდობა ხვიჩა გუნდელებს? არა, ჯერ არა. სადმე გადადის? ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს.

მე თუ მაქვს ევროპაში წასვლის სურვილი? რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოვსინჯავდი ევროპაში ძალებს, ყველაზე მეტად ბუნდესლიგა მომწონს,"- თქვა მარაკოვმა.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩას გარდა დღეს ქართულ ფეხბურთში, არაფერი მნიშნელოვანია. მეტი რაზე წერონ. არადა ხვიჩასნაირი ტალანტები ბევრია საქართველოში, ოღონდ პატრონი სჭირდებათ.
გიგი
30 მაისი 2021 21:38
0
ერთი დღე მაინც დაასავენეთ ეს ახალგაზრდა კაცი... ჭორებისა და ვერსიებისგან.
tngh
30 მაისი 2021 17:47
0
ვინ დაასვენებს, თორემ კი.
ავთო
30 მაისი 2021 21:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული