ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სასწაული არ მოხდა, მაკარიძის გუნდი სეგუნდა დივიზიონში დარჩა

AutoSharing Option
გიორგი მაკარიძის "ალმერია" ლა ლიგაში ვერ გადავა.

პრიმერას გადასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში ქართველი მეკარის, გიორგი მაკარიძის "ალმერია" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "ჟირონასთან", სამი გოლის გაშვების შემდეგ საპასუხო შეხვედრაში ჩვენებური სათადარიგო იყო, თამაში კი 0:0 დასრულდა და გადამწყვეტ მატჩში კატალონიური გუნდი იასპარეზებს.

პლეი-ოფის ფინალში "ჟირონა" "რაიო ვალეკანოსა" და "ლეგანესს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მადრიდელებს პირველი მატჩი სახლში 3:0 აქვს მოგებული, განმეორებითი კი დღეს გაიმართება.