თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორია ასპარეზობს, ლარნაკის აეკ-ს ესტუმრება. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად იმყოფებიან - მასპინძლები ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებენ და ფამაგუსტელებზე 1 შეხვედრითა და 7 ქულით მეტი აქვთ.
ქეცბაიას შეგირდები მშვენიერ ფორმაში არიან - 5-მატჩიან გამარჯვების სერიას მიაღწიეს, უკანასკნელად კი 2021 წლის 4 დეკემბერს, პაეეკ-თან (2:3) წააგეს.
შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ლიდერი, გიორგი მაკარიძის "ალმერია", მესამეადგილოსან "ეიბარს" უმასპინძლებს. ცხრილში სიმჭიდროვეა და დღევანდელ მეტოქეებს შორის
ქართველ მეკარეს თავის გამოჩენის შანსი "კოპა დელ რეიზე" ეძლეოდა, საიდანაც მისი გუნდი გავარდა. იმედია, 31 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს.
მატჩი ჩვენი დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.
ლევან კუტალიას მშვენიერი გოლის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. "ლეს ციონას" 32 წლის ფორვარდი სტუმრად "ჰაპოელ პეტაჰ თიკვას" კარის აღებას შეეცდება.
"ლეს ციონა" ისრაელის რანგით მეორე ლიგაში ლიდერ "კაფრ ქასიმს" 5 ქულით ჩამორჩება, ლევანის მონაგარი კი 4 გოლია.
დაპირისპირება 21:00 საათზე შედგება.
კუტალიას სუპერგოლის რონალდოსაც კი შეშურდებოდა [VIDEO]
ქეცბაია გახარებულია, ერთადერთი ქართველი ლორია კი როტაციაში
"ანორთოსისის" ქამბექი! ქეცბაიას გუნდის მიჯრით მე-5 გამარჯვება
მაკარიძემ ტრავმა მიიღო და "ალმერია" თასიდან გამოვარდა
მაკარიძე შეხვედრის გმირად იქცა - "ალმერია" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]