"ლიდსი" მარცხენა ფლანგზე მოთამაშეების ტრანსფერს აანონსებს, მედია კი კვარაცხელიაზე საუბრობს

AutoSharing Option
leeds-live-ი ინგლისური "ლიდსის" პრესსამსახურის წარმომადგენელ ბერენ კროსთან საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიაში ხვიჩა კვარაცხელიას მარსელო ბიელსას კლუბს უკავშირებენ.

გამოცემა წერს, რომ "ლიდსის" ინტერესებში ფრანგული "ბრესტის" 23 წლის მარცხენა მცველი რომან პერუდი და "რუბინის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია არიან.

კროსს ერთ-ერთ შეკითხვას სწორედ მარცხენა ფლანგზე გუნდის გაძლიერების აუცილებლობაზე უსვამენ. "ლიდსის" წარმომადგენელი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს,  რომ უახლოეს სამ კვირაში კლუბი რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს.

ხვიჩა კვარაცხელიას არაერთ კლუბს უკავშირებენ. თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ პრემიერლიგის "ლიდსი" მისი ტრანსფერით აქტიურადაა დაინტერესებული.


altკვარაცხელია საყვარელ ჩემპიონატსა და მწვრთნელზე საუბრობს - "ტრანსფერი

გადამწყვეტ ფაზაში შედის"


მკითხველის კომენტარები / 11 /
რენ ტვ ს უყურებ შენ ბევრს. შეთქმულების თეორიები და ბრტყელი დედამიწის მოწამეთა ასოციაცის წევრიც იქნები. ხო რუსეთის ფსბს მეტი საქმე არააქ კვარაცხელიას ტრანსდერის ჩაშლაზე მუშაობს რო რუსეთიდან ევროპაში ტრანსფერით რო ქართველი გადავა ეგ ნიშნავს რომ საქართველო ეცლება ხელიდან. თუ ძმახარ სატივა იყო თუ ინდიკა ეგ მაინც დაგეწერა.
Vaja
14:18 11-06-2021
0
რითიც ლიდსის ვარიანტი მომწონს არის მარსელო ბიელსა, ფეხბურთზე არანორმალურად შეყვარებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ როგორც სლუცკი,არანაკლებ ბიელსაც შვილივით "მოუვლის" ხვიჩას. იმედია სწორი და წარმატებული არჩევანი გაკეთდება
საქართველო
15:54 11-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული