კაკაბაძემ გუნდი გამოიცვალა და ორიგინალურად წარადგინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

კაკაბაძემ "ტენერიფე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "კრაკოვიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კრაკოვული კლუბი.

კაკაბაძე კლუბმა ორიგინალურად წარადგინა - ფორმა კრაკოვში "მოია გრუზია პიეკარნიაში" გადასცეს.

ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "ხიმნასტიკში", "ესბერგში", "ლუცერნსა" და "ტენერიფეში", საქართველოს ნაკრებში 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"კრაკოვია" გასულ სეზონში 16-გუნდიან ექსტრა კლასაზე მე-14 ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად გაძლიერდება, რადგან ოთარის გარდა უკვე კიდევ 4 ფეხბურთელი დაიმატა.

გუნდის მწვრთნელი 48 წლის მიხალ
პრობიერზია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
რას იზამთ, ასეთია ქართველ ფეხბურთელითა ბედი.ფათერაკი უკან დასდევს მუდამ... ესპანეთი, მერე პოლონეთი, მერე ყაზახეთი და ბოლოს ლოკომოტივი ან ჩიხურა.
ჯუჯი
12 ივნისი 2021 22:22
0
ისე დანანებით წერთ ესპანეთიდან პოლონეთში წავიდაო თითქოს ლა ლიგაში გრიმიტობდა.DDD
ggg
12 ივნისი 2021 19:10
3
სამი წლის წინ,იმედი გვქონდა,რომ ლა ლიგის გუნდში გადავიდოდა.ახლა კი სეკუნდაშიც ვეღარ შეინარჩუნა ადგილი.არადა ჩვენი ერთ ერთი ლიდერი ჰქვია.თუმცა ჩვენც ხომ ვხედავდით რეგრესს,მის თამაშში.თითო სეზონზე მეტს აღარ იჩერებენ,კლუბები და სადაც იწვევენ,ისინიც სულ უფრო სუსტებია
სოსო
12 ივნისი 2021 20:59
0
ყველამ თავისი საქმის იცის,მაგრამ მაინც რაა...ესპანეთიდან პოლონეთში,თან კრაკოვიაში...ნუ რავიცი მოკლედ,ქართველები განსაკუთრებით ვეტანებით პოლონეთს,ფეხბურთელი იქნება თუ უბრალოდ სამსახურის მაძებარი სხვა ადამიანი(ჩემი ახლობელიც ბევრია პოლონეთში წასული).ასე კარგია ვითომ?!
ალექსი
12 ივნისი 2021 19:41
1
მუდმივი პრაქტიკა ექნება მთავარია. წარმატებები
გოგა
12 ივნისი 2021 19:20
3
ნუ სპორტული თვალსაზრისით გადასვლა როგორია ეს მეორეა, მარა ეს ვიდეო როგორც ქართველს ძალიან გამისწორდა და ყოველთვის მიხარია ქვეყნები როცა ცდილობენ შენს ერს ასიამოვნონ და აგრძნობინონ რომ იცნობენ ამ ერს და უყვარს მათი კულტურა და ხალხი. ჯიგრები არიან
მადლობა პოლონეთს
13 ივნისი 2021 13:58
1
თავის საქმე თვითონ იცის მაგრამ...
ცოტა ხნის ინტერვიუსავით გაკეთდა სადაც იმედი გამოთქვა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე.აი ასე უნდა აიხდინო ოცნება.
Dato
12 ივნისი 2021 22:20
0
Ver gaqacha
Levani
12 ივნისი 2021 21:37
0
აბა ეხლა გულზე ხელი დაიდეთ ისე თქვით,რუბინში სჯობდა ეთამაშა თუ კრაკოვში?
Რუსეთი ხო ჭაობია.ე.ი. ევროპა სჯობია არა? არა და ვი რაში სჭირდება რუბინში,იქ მაღალი დონეა
ლ.გიო
12 ივნისი 2021 18:45
11
რა ნიშნის მოგებით წერ, დიახ რუსეთი ჭაობია, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და შენ თუ ქართველი ხარ თავმოყვარეობასაც უნდა გილახავდეს რუსეთის მოქმედება შენი ქვეყნის წინააღმდეგ! და ევროპა რომ რუსეთს ჯობია მაგას თუ ვერ ხვდები, მაშინ რუსეთის პრემიერლიგის მეტს არაფერს უნდა გაყურებინოს კაცმა!
ლეო
13 ივნისი 2021 01:27
2
უძლიერესი მოთამაშეა ოთარი
გგ
12 ივნისი 2021 19:04
8

სიახლეები პოპულარული