კაკაბაძემ გუნდი გამოიცვალა და ორიგინალურად წარადგინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

კაკაბაძემ "ტენერიფე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "კრაკოვიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კრაკოვული კლუბი.

კაკაბაძე კლუბმა ორიგინალურად წარადგინა - ფორმა კრაკოვში "მოია გრუზია პიეკარნიაში" გადასცეს.

ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "ხიმნასტიკში", "ესბერგში", "ლუცერნსა" და "ტენერიფეში", საქართველოს ნაკრებში 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"კრაკოვია" გასულ სეზონში 16-გუნდიან ექსტრა კლასაზე მე-14 ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად გაძლიერდება, რადგან ოთარის გარდა უკვე კიდევ 4 ფეხბურთელი დაიმატა.

გუნდის მწვრთნელი 48 წლის მიხალ
პრობიერზია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ნუ სპორტული თვალსაზრისით გადასვლა როგორია ეს მეორეა, მარა ეს ვიდეო როგორც ქართველს ძალიან გამისწორდა და ყოველთვის მიხარია ქვეყნები როცა ცდილობენ შენს ერს ასიამოვნონ და აგრძნობინონ რომ იცნობენ ამ ერს და უყვარს მათი კულტურა და ხალხი. ჯიგრები არიან
მადლობა პოლონეთს
13:58 13-06-2021
1
წარმატებები, ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია, იმედია მუდვივი პრაქტიკა და წინსვლა ექნება
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული