როგორც ჩანს, "შახტარში" იტალიელი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის მისვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, დავით ხოჭოლავას, გუნდის გამოცვლა მოუწევს.
დე ძერბიმ ხოჭოლავას პოზიციაზე "სასუოლოდან" თან წაიყვანა ბრაზილიელი მარლონი და FootBoom-ის ცნობით, ქართველი ლეგიონერი 2025 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გაწყვეტს.
გამოცემის მტკიცებით, ამჟამად დავითი "გენკისა" და "კოპენჰაგენის" წინადადებებს განიხილავს და ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
გამოცემის მტკიცებით, ამჟამად დავითი "გენკისა" და "კოპენჰაგენის" წინადადებებს განიხილავს და ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
"კოპენჰაგენი" ხოჭოლავას სამსახურით გასულ წელსაც იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ხოჭოლავა დონბასური გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და მის რიგებში 88 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"შახტარი" წინასასეზონო
შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება, სადაც დღეს ამხანაგურ მატჩში ადგილობრივი ქვედალიგური "სანკტ-იოჰანი" 5:0 დაამარცხა - მარლონმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო ხოჭოლავამ - მეორე.