ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"დარჩება "ლიდსს" იმის თანხა, კვარაცხელიაში 20 მილიონი გადაიხადოს?!" -ბრიტანული პრესა

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა qlur ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდსში" შესაძლო ტრანსფერის თემას კიდევ ერთხელ ეხმაურება და მას ახლა ნაკლებად რეალურად მიიჩნევს:

"მარსელო ბიელსას გუნდს ვალდებულება უკვე აღებული აქვს, რომ "ბარსელონას" მცველ ფირპოში 13 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ,კლუბმა "სიტიდან" ჯეკ ჰარისონი გამოისყიდა, ახლა არგენტინელი მწვრთნელის უპირველესი სამიზნე კი  "კალიარის" ურუგვაელი ნახევარმცველი ნაითან ნანდესია. ასე რომ, რამდენად დარჩება კლუბს იმის თანხა, კვარაცხელიაში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს?!"

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ თავად დაადასტურა, რომ "ლიდსი" მისი ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული. "რუბინის" გარემარბმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და
ამხანაგურ შეხვედრაში გოლიც გაიტანა. 

altკვარაცხელიამ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა

altხვიჩას გოლი, ზურიკოს საგოლე პასი - "რუბინმა" დამაჯერებლად იმარჯვა

ასევე დაგაინტერესებთ