
პარიზელებმა საშინაო ჩემპიონატში ბოლოს მეტოქის მოედანზე 2023 წლის 11 თებერვალს "მონაკოსთან" წააგეს (1:3). ამის შემდეგ "პარკ დე ფრანსის" ბინადრებმა 30 მოგება და 8 ფრე მოაგროვეს.
აღსანიშნავია, რომ "სენტ ეტიენის" დამარცხების შემდეგ, პსჟ-მა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-12 საგარეო გამარჯვება მოიპოვა, რითაც პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
სათქმელია ისიც, რომ ამ დაპირისპირებამდე ლუის ენრიკეს ბიჭებს სხვა საქმეებიც აქვთ გასაკეთებელი. პირველ აპრილს პარიზელები გასვლაზე ქვედა ლიგელ "დუნკერთან" თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამართავენ.
შემდეგ გუნდი ლიგა 1-ის ეგიდით 5 აპრილს "ანჟერს" უმასპინძლებს, რის მერეც "ასტონ ვილასთან" ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინალური ზედიზედ ორი მატჩი მოდის.
აღსანიშნავია, რომ თუ პსჟ ლიგა 1-ის შემდეგი ტურის შეხვედრას 5 აპრილს "ანჟერთან" მოიგებს, საფრანგეთის ჩემპიონატის 2024/15-წლების სეზონის გამარჯვებული ოფიციალურად გახდება.
ფეხბურთელს და, ყველა ქართველ სპორცმენს.