"ერთი ოფიციალური წინადადებაც კი არ არსებობს..." - საიმანოვი ქართველის ტრანსფერზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" გენერალური დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა.

"ჯერჯერობით ხვიჩას მიმართულებით არაფერი დაძრულა. ჩვენ გახსნილები ვართ, თუმცა მოლაპარაკებაზე არავინ მოსულა. პრესაში უამრავი რამ იწერება, მაგრამ ერთი ოფიციალური წინადადებაც კი არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ - გააკეთეთ შემოთავაზება და მოვილაპარაკებთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვიჩას მიმართ ოფიციალური წინადადებით არავინ მოსულა, ჯერ სალაპარაკო არაფერია" - განაცხადა საიმანოვმა.

რამდენიმე თვეა უცხოური მედია აქტიურად წერს ქართველის "ლიდსის", "სევილიის", "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესზე, თვითონ ფეხბურთელმა პრემიერლიგის გუნდის ინტერესი დაადასტურა.

შეგახსენებთ, ხვიჩა "რუბინში" 2019 წლიდან
გამოდის, გასულ სეზონში კი კვარაცხელიამ 23 შეხვედრა გამართა, თავი 4 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მომზადებულია sportbox-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვიჩა ჩვენ ძალიან გვიყვარს და ხშირად ეს სიყვარული გვაბრმავებს, ძალიან ძნელია რუსეთიდან ტოპ კლუბში მოხვდე ისე რომ შენი სტატისტიკა იყოს 4 გოლი და 5 ასისტი, ბომბარდირთა დავაში უნდა იყოს გარეული და მინიმუმ 15-18 გოლი გატანილი რომ ყურადღება მოგაქციონ. გადახედეთ ევროპის კლუბებს 19-20 წლის ბიჭები ბომბარდირობაზე იწევენ და ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ, რა კრიტერიუმით უნდა აჯობოს მათ ხვიჩამ?
semi
15:16 09-07-2021
6
რუსეთის ჩემპიონატი არის ჭაობი. დროზე თუ არ გაასწრო კვარამ მაქედან, კვირკველიას და ასათიანის ბედს გაიზიარებს. თავიდანვე არ მომეწონა 20 მილიონი რომ დაადეს. ამ კრიზისის დროს, რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელში, თანაც ეგეთი ცუდი სტატისტიკით (ცოტა გოლები და ასისტები) ძნელად თუ გადაიხდიდა ვინმე.
არტ
15:58 09-07-2021
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული