გუშინ "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მათთვის არავის მიუმართავს, თუმცა ეს სიმართლე არ გამოდგა. როგორც ჩანს, ყაზანურ კლუბს არ აწყობს წინასწარ რამე გაამხილოს.
ამის დასტურია "რუბინის" სპორტული დირექტორის ოლეგ იაროვინსკის ნათქვამი.
"ფეხბურთელზე მოლაპარაკებები მაისის შემდეგ მიმდინარეობს. პრესაში ხმაური სინამდვილეს სამი თვით უსწრებს.
ასეთ დიდ ტრანსფერებში ყოველთვის ბევრი ნიუანსია, რომელთაც შეუძლიათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ", - განუცხადა იაროვინსკიმ "Матч Премьер"-ს.
ასეთ დიდ ტრანსფერებში ყოველთვის ბევრი ნიუანსია, რომელთაც შეუძლიათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ", - განუცხადა იაროვინსკიმ "Матч Премьер"-ს.